ბლოკჩეინის სისტემაზე დაფუძნებული თამაშის ერთ-ერთი ვირტუალური რბოლის ავტომობილი $110,000 ა.შ.შ. დოლარზე მეტად გაიყიდა

Home » სიახლეები » ბლოკჩეინის სისტემაზე დაფუძნებული თამაშის ერთ-ერთი ვირტუალური რბოლის ავტომობილი $110,000 ა.შ.შ. დოლარზე მეტად გაიყიდა
03/06/2019
ბლოკჩეინის სისტემაზე დაფუძნებული თამაშის ერთ-ერთი ვირტუალური რბოლის ავტომობილი $110,000 ა.შ.შ. დოლარზე მეტად გაიყიდა

თამაშის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, უცნობმა მომხმარებელმა შეიძინა ბლოკჩეინის სისტემაზე დაფუძნებული ვირტუალური რბოლის F1 Delta Time-ის ავტომობილი, რომელიც გაყიდვის დროს 415.9 ერთეულ ეთერიუმად (ETH) იგივე მის ექვივალენტ $110,600 ა.შ.შ. დოლარად იყო შეფასებული. ვირტუალური რბოლის ავტომობილი „1-1-1“ წარმოადგენს თამაშის პირველ მოდელს და ამავდროულად იგი პირველია მსგავსი ტიპის ავტომობილებში. თამაშის ვებ-გვერდზე გამართული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, შემქნელებმა პირობა დადეს რომ მსგავსი ტიპის მოდელს თამაშში აღარ გამოუშვებდნენ. თამაშის უკან არსებულმა კომპანია Animoca Brands-მა ოთხი დღის განმავლობაში გამართა აუქციონი შეზღუდული რაოდენობის მოდელებზე და კომპანიამ აუქციონის დროს დაახლოებით 31 შემოთავაზება მიიღო, რომლებიც ეთერიუმში იყო განთავსებული. 2019 წლის მარტის ბოლოს, Animoca Brands-მა ფორმულა 1-თან თანამშრომლობით გაუშვა თამაში, სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ შეაგროვონ ვირტუალური F1 ავტომობილები და მიიღონ მონაწილეობა ერთმანეთის წინააღმდეგ გამართულ რბოლებში. თამაშის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, კონკრეტული ავტომობილის მოდელის ყოლას სხვა მოთამაშეებთან შედარებით კონკურენტუნარიანი უპირატესობები გააჩნია, კერძოდ, თამაში კონცენტრირებული იქნება კონკრეტული კოლექციებით, მძღოლებითა და უნიკალური ავტომობილებით ვაჭრობაზე, რომლებიც გაიცვლება ე.წ. არაფუნქციურ მონეტებზე (NFTs), რომელსაც ERC-721 მონეტის სტანდარტი არეგულირებს. ასევე, კონკრეტული მონეტების შეგროვება შეზღუდული იქნება თავისივე იშვითობის ფუნქციიდან გამომდინარე, სადაც ყველაზე იშვიათი მონეტის ღირებულება სხვებთან შედარებით გაცილებით მაღალი იქნება (და უიშვიათესი მონეტების მეშვეობით მომხმარებლებს წვდომა ექნებათ რბოლის იშვიათ და ყველაზე მოთხოვნად ატრიბუტებზე/ნაწილებზე).

კრიპტო კოლექციების არსებობა შედარებით ახალ ინოვაციას წარმოადგენს, რომლის დახმარებითაც კომპანიები (ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გავლით) ამოწმებენ და თვალყურს ადევნებენ საკუთარი კრიპტოსავალუტო კოლექციების რაოდენობასა და ავთენტურობას. აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წლის ბოლოს, ეთერიუმზე დაფუძნებულმა თამაშმა CryptoKitties-მა საკუთარი კრიპტო-კოლექცია $12 მილიონ ა.შ.შ. დოლარად გაყიდა, სადაც თამაშის ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტის (item) ღირებულება $120,000 ა.შ.შ. დოლარზე მეტს შეადგენდა. მსგავსად ბიტკოინისა, Cryptokitties-ს მიწოდება ფიქსირებულია, რაც იმას ნიშნავს რომ მისი შეზღუდულობა ხელს უწყობს კომპონენტების ფასის ზრდას, თუმცა ბიტკოინისაგან განსხვავებით kitties-ები NFTs-ების მაგალითს წარმოადგენს, რომლებიც არაერთგვაროვან და არადანაწევრებად აქტივებს წარმოადგენენ.[1]


[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/virtual-racing-car-in-blockchain-game-sells-for-over-110-000

© 2020 MyCoins.ge all rights reserved