1,800 დოლარიანი ვარდნა სულ რაღაც რამოდენიმე წუთში: ბიტკოინის არასტაბილურობის მაღალი მაჩვენებლი

Home » ბიტკოინი » 1,800 დოლარიანი ვარდნა სულ რაღაც რამოდენიმე წუთში: ბიტკოინის არასტაბილურობის მაღალი მაჩვენებლი
28/06/2019
1,800 დოლარიანი ვარდნა სულ რაღაც რამოდენიმე წუთში: ბიტკოინის არასტაბილურობის მაღალი მაჩვენებლი

პოპულარული ციფრული ვალუტის, ბიტკოინის ფასის რადიკალურმა ცვლილებამ კვირის ჭრილში, კვლავ აქტუალური გახადა საკითხი ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით. მოვლენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2 წლის წინაც და თან სდევდა არასტაბილურობა და კრიპტოვალუტის გაცვლითი ოპერაციებით გამოწვეული გადატვირთვა.

მიმდინარე კვირაში, ბიტკოინი 39%-ით გაიზარდა და 13,852 დოლარზე ავიდა, რაც 2018 წლის იანვრის შემდგომ უმაღლესი ნიშნულია. თუმცა, 27 ივნისს, ნიუ-იორკის დროით 04:30 საათზე, მისი ფასი რადიკალურად შემცირდა, 10 წუთის განმავლობაში ფასი 1,800 დოლარით დავარდა. კრიპტოვალუტის ფასის ცვლილებით გამოწვეული ჭარბი აქტივობის შედეგად, უმსხვილესს კრიპტოპლატფორმას Coinbase-ს შეფერხება ჰქონდა ვებგვრდზე, დაახლოებით ერთ საათში მათ ეს პრობლემა გაასწორეს. ხუთშაბათს ფასის კლების ტენდენცია კვლავ გაგრძელდა და ბიტკოინი 15%-დან 4,8%-მდე შემცირდა.

სურათის წყარო: www.bloomberg.com

ბიტკოინის ფასი ნიუ-იორკის დროით 12:23 საათზე 15%-ით შემცირდა და ჩამოვიდა 11,111 დოლარზე. ბიტკოინის არასტაბილურობის დონე უახლოვდება 2018 წლის შემდგომ უმაღლე ნიშნულს, რომელიც  ეგრეთწოდებული „ბუშტის გასკდომის“ სახელით არის ცნობილი.  ანალიტიკოსების მოსაზრებით ეს სწორედ ნიშანია იმისა, რომ კრიპტოვალუტების განვითარების ახალი ეტაპი იწყება.

„20-30%-იანი დაბრკოლება, გასაკვირი არ იქნება და ძალიან თანმიმდევრულია ბიტკოინისათვის ბოლო ხარული ბაზრის ფონზე,“ განაცხადა რობერტ სლაიმერმა, Fundstrat Global Advisors-ის ტექნიკურმა მრჩეველმა.

ახალი პროექტები

ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა, ბიტკოინი გამოცოცხლა მას შემდეგ რაც ბევრმა მსხვილმა კომპანიამ დაანანონსა კრიპტოვალუტებისადმი მხარდაჭერა და ამ ინდუსტრიაში ახალი პროდუქტებზე მუშაობა. მაგალითად, მსოფლიოში ყველაზე დიდმა სოციალურმა ქსელმა, Facebook-მა ახალი კრიპტოვალუტა Libra (ლიბრა) გამოუშვა, რომელიც გამყარებული იქნება ფულადი ვალუტით. ასევე, რამოდენიმე დღის წინ, ისეთმა მსხვილმა კომპანიამ როგორიცაა PricewaterhouseCoopers-ი, თავის მომსახურებებს დაამატა კრიპტოაუდიტის სერვისი. უმსხვილესმა ამერიკულმა ბანკმა JPMorgan Chase & Co განაცხადა, რომ დაინტერესებულია ციფრული ფულით და სულ მალე თავის კლიენტებს შესთავაზებს ციფრულ ვალუტებზე და ბლოკჩეინზე დაყრდნობილ მომსახურებებს, რომლის მიზანიც სწრაფი და უსაფრთხო სავაჭრო მომსახურებები იქნება.

„იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად წარმატებული იქნება თავად კრიპტოვალუტა ლიბრა, ერთი რამ ცხადია, რომ მან უკვე წარმატებით შეძლო კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცია ბიტკოინი“ განაცხადა ზენონ კაპრონმა, კომპანია Kapronasia-ის მმართველმა დირექტორმა და ავტორმა წიგნისა “Bitcoin in China”.

ისარგებლე MyCoins.ge-ს სერვისებით: იყიდე, გაყიდე, გააგზავნე, მიიღე, შეინახე კრიპტოვალუტები.


წყარო: https://myc.ge/31XTKhw

© 2020 MyCoins.ge all rights reserved