MyCoins-ის მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთ MyCoins ანგარიშს გადააბან Visa/Mastercard ბარათები ბარათის გადაბმის ახალი ფუნქციონალის მეშვობით.
როგორ ხდება ბარათის გადაბმა?
გაიარე ავტორიზაცია შენს MyCoins ანგარიშზე
გადადი ბარათის გადაბმის ფუნქციონალზე, რომელიც გამოგიჩნდება ვებგვერდის შემდეგი გვერდებიდან:
- ბალანსის შევსება
- თანხის განაღდება
- სწრაფი ყიდვა/გაყიდვა
ბარათის გადაბმა მოიცავს 3 მარტივ ეტაპს:
1. ბარათის იდენტიფიკაცია
თუ შენ გსურს ახალი ბარათის დამატება, მონიშნე “დაამატე ბარათი” და დააჭირე ღილაკს გაგრძელება, რის შემდგომაც ბარათის იდენტიფიკაციის მიზნით შენ გადამისამართდები გადახდის გვერდზე, სადაც უნდა შეიყვანო ბარათის მონაცემები.
შენ ასევე შეგიძლია აირჩიო გამოყენებული ბარათი ( სისტემის მიერ იდენტიფიცირებული ბარათი, წარსული ტრანზაქციებიდან), რომლის არჩევის შემთხვევაში შენ პირდაპირ გადადიხარ ბარათის გადაბმის მეორე ეტაპზე (საიდუმლო თანხა).
გამოყენებული ბარათი, ასევე გამოგიჩნდება იმ შემთხვევაშიც თუ შენ გაიარე ბარათის გადაბმის პირველი ეტაპი და შემდგომ შეწყვიტე ბარათის გადაბმის პროცედურა. გამოყენებული ბარათის არჩევით შენ ავტომატურად გადახვალ იმ ეტაპზე სადაც ბოლოს გაჩერდი.
2. საიდუმლო თანხა
ბარათის იდენტიფიკაციის შემდგომ, ღილაკზე „ბარათის დამატება“ დაჭერით შენი საბარათე ანგარიშიდან ჩამოგეჭრება საიდუმლო თანხა (0-დან 2 ლარამდე).
ჩამოჭრილი თანხის ოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლია სმს/ინტერნეტ ბანკის მეშვეობით.
3. საიდუმლო თანხის დადასტურება
როდესაც მიუთითებ ჩამოჭრილი თანხის ზუსტ რაოდენობას, ბარათი ავტომატურად გადაებმება MyCoins ანგარიშს, ხოლო ჩამოჭრილი თანხა დაგიბრუნდება MyCoins ანგარიშზე.
მეტი კომფორტისათვის, შენ შეგიძლია გადაბმულ ბარათს დაარქვა სასურველი სახელი, ასევე მიანიჭო სტატუსი ძირითადი.
აქვე შეგახსენებთ გადაბმული ბარათის გამოყენების უპირატესობებს:
- შეავსე MyCoins ბალანსი მარტივად, გადაბმული ბარათით, შენ აღარ მოგიწევს ყოველ ჯერზე ბარათის მონაცემების შეყვანა
- იყიდე კრიპტოვალუტები პირდაპირ გადაბმული ბარათიდან
- ისარგებლე გაზრდილი ლიმიტით, გადაბმული ბარათიდან თანხის გადმორიცხვისას და კრიპტოვალუტების შეძენისას
გადააბი ბარათი ეხლავე, დააჭირე ღილაკს “ბარათის გადაბმა”, გაიარე ავტორიზაცია, რის შემდგომაც შენ მოხვდები პირდაპირ ბარათის გადაბმის ფუნქციონალზე.