13,000 დოლარი: ბიტკოინის ფასი 8 დღეში 30%-ით გაიზარდა, რა დგას ამის უკან?

Home » ბიტკოინი » 13,000 დოლარი: ბიტკოინის ფასი 8 დღეში 30%-ით გაიზარდა, რა დგას ამის უკან?
10/07/2019
13,000 დოლარი: ბიტკოინის ფასი 8 დღეში 30%-ით გაიზარდა, რა დგას ამის უკან?

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკონის ფასი დაახლოებით 1,000 დოლარით გაიზარდა და 13,150 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდა.

ფასის რადიკალური ზრდა დაიწყო მას შემდეგ, რაც თვის დასაწყისში ბიტკოინის ფასი 30%-ით შემცირდა და 9,700 დოლარის ნიშნულამდე ჩამოვიდა.

ანალიტიკოსების თქმით ბიტკოინის გამოცოცხლება, შედარებით დიდი, მაგრამ მოკლევადიანი ცვლილებების შემდეგ, ქმნის მყარ ნიადაგს კრიპტოაქტივის რალისათვის.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ საგრძნობლად გაზრდილია ბიტკოინ-ბლოკჩეინის ჰეშირების სიჩქარეც, რაც მიუთითებს გამომთვლელი სიმძლავრებიის ზრდაზე, ხოლო ეს უკანასკნელი მიუთითებს მაინინგის ეკოსისტემისადმი ნდობითი ფაქტორის ამაღლებაზე.

ბრაინ კელი, BKCM-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ბევრმა მაინერმა უკვე შეიძინა კაპიტალი თავიანთი ოპერაციების დასაფინანსებლად, იმ განზრახვით რომ ახლო მომავალში თავი შეიკავონ გაყიდონ თავიანთი ბიტკოინები.

შესაბამისად რაც უფრო ნაკლები მაინერი გაყიდის გლობალურ ბაზარზე ბიტკოინს, მიწოდების შემცირება გარკვეულწილად გავლენას მოახდენს აქტივების ფასზე.

ბიტკოინი კვლავ წინ მიიწევს ახალი რეკორდისაკენ, არ მოდუნდე, იმოქმედე!

ისარგებლე MyCoins.ge-ს სერვისებით:

  • სწრაფი ყიდვა/გაყიდვა
  • ავტომატური ყიდვა/გაყიდვა

იყავი მუდამ ინფორმირებული:

  • ისარგებლე პორტფელში არსებული ინფორმაციით
  • გაეცანი ყოველდღიურ შეტყობინებებს ელფოსტაზე

წყარო: https://myc.ge/2JpX8dM

© 2020 MyCoins.ge all rights reserved