როდესაც კონტრაქტი ტრადიციული სამართლებრივი ენისაგან განსხვავებით კომპიუტერული კოდით იწერება, იგი ჭკვიანი კონტრაქტის სახეს ღებულობს. ეს დაპროგრამებული კონტრაქტი იქმნება წინასწარ განსაზღვრული პირობების ავტომატურად განხორციელებისათვის. როდესაც ჭკვიანი ხელშეკრულება ბლოკჩეინზეა მიბმული, ორივე მხარეს შეუძლია მისი პროგრამირების ენის შემოწმება საბოლოო შეთანხმების დადებამდე, და ამის შემდეგ შეუძლიათ მშვიდად დარწმუნდნენ იმაში, რომ მათი პირობების შესრულება გარანტირებულია. იგი ორივე მხარეს საშუალებას აძლევს შეთანხმდნენ კომპლექსურ პირობებზე და ენდონ ერთმანეთს მესამე პირის ჩართვის გარეშე. ამ ტიპის ფუნქციონალურობა ხაზს უსვამს ეთერიუმის განსხვავებულობას.