სულ მალე, ჩინეთის მთავრობა ეროვნულ კრიპტოვალუტას გამოუშვებს!

Home » სიახლეები » სულ მალე, ჩინეთის მთავრობა ეროვნულ კრიპტოვალუტას გამოუშვებს!
13/08/2019
სულ მალე, ჩინეთის მთავრობა ეროვნულ კრიპტოვალუტას გამოუშვებს!

ჩინეთის მაღალჩინოსანის განცხადებით, ჩინეთის სახალხო ბანკი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავს.

გასული წლიდან მოყოლებული ბანკის მკვლევარები აქტიურად მუშაობენ ახალი კრიპტოვალუტის შექმნაზე. „ის ძალიან მალე გამოვა“- განაცხადა ჩინეთის სახალხო ბანკის საგადასახადო განყოფილების დირექტროდის მოადგილემ, Mu Changchun-მა,  China Financial 40 Forum-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე.

Mu Changchun-ის თქმით ახალი ციფრული ვალუტა ჩაანაცვლებს ქაღალდის  ფულს და ასევე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკაზე, ხელს შეუწყობს იუანის მიმოქცევასა და ინტერნაციონალიზაციას.

Facebook-ის პროექტმა ლიბრამ მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია ცენტრალური ბანკების მხრიდან, მათ შორის იყო ჩინეთის სახალხო ბანკი, რომელმაც განაცხადა, რომ ციფრული აქტივები უნდა კონტროლირდებოდეს ცენტრალური ბანკების მიერ, იმისათვის, რომ თავიდან იქნას არიდებული სავალუტო რისკები და დაცული იქნეს ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის ავტორიტეტი.

ცენტრალური ბანკის მიერ რეგისტრირებული პატენტის მიხედვით, ბიზნესის წარმომადგენლები და მომხმარებლები ჩამოტვირთავენ მობილურ საფულეს და მისი დახმარებით შეძლებენ გადაცვალონ ჩინური იუანი ციფრულ ფულზე, ხოლო ამ უკანასკნელს კი გამოიყენებენ როგორც გადახდის საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახალხო ბანკი შეძლებს გააკონტროლოს თითოეული მომხმარებლის თითოეული ტრანზაქცია.

„ეჭვგარეშეა, რომ Facebook-ის განცხადებამ ლიბრა კრიპტოვალუტის გამოშვების თაობაზე, დააჩქარა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, რეგულატორი ორგანოებისა და ცენტრალური ბანკების ციფრულ ფულთან დაკავშირებული გეგმების ხორცშესხმა“ – განაცხადა BC Technology Group Ltd-ს აღმასრულებლემა დირექტორმა, Dave Chapman-მა, მისი თქმით არასამთავრობო ვალუტები მნიშვნელოვნად აფერხებენ ფინანსურ და საგადახდო სისტემას.

წყარო: https://myc.ge/2KLLLMu

© 2020 MyCoins.ge all rights reserved