15%-იანი ზრდა 30 წუთში! ბიტკოინის ფასი უმოკლეს დროში $10,000-იან ნიშნულს გაცდა – რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

Home » სიახლეები » 15%-იანი ზრდა 30 წუთში! ბიტკოინის ფასი უმოკლეს დროში $10,000-იან ნიშნულს გაცდა – რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
28/10/2019
15%-იანი ზრდა 30 წუთში! ბიტკოინის ფასი უმოკლეს დროში $10,000-იან ნიშნულს გაცდა – რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

გასული კვირის დასაწყისში $7,300-იანი სავაჭრო ფასის დაფიქსირების შემდეგ, ბიტკოინმა უქმეების დასაწყისში ფასის მოულოდნელი ზრდა აჩვენა და კრიპტოსავალუტო ბაზარზე დიდი ქაოსი გამოიწვია. 

მსოფლიოში N1 კრიპტოვალუტის ფასმა $10,300-ს მიაღწია, რაც 24 საათის განმავლობაში მიღწეულ ზრდებს შორის მესამე ყველაზე დიდი ზრდაა ბიტკოინის ისტორიაში. 

ბიტკოინისა და კრიპტოსავალუტო ბაზრების ანალიტიკოსების უმეტესობა ამ ფაქტის გამომწვევად ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებას მიიჩნევს. Xi Jinping-ის თქმით, ჩინეთის მთავარობამ თავიდან შეაფასა ბიტკოინის ბლოკჩეინში არსებული შესაძლებლობები.

ჩინეთმა 2017 წელს აკრძალა კრიპტოსავალუტო გაცვლები, ბლოკჩეინის შესახებ გაკეთებული კომენტარი კი შეიძლება ნიშანი იყოს, რომ ჩინეთის მთავრობა შეამსუბუქებს ამ კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს.

ჩინეთის პრეზიდენტმა ბეიძინში გამართული ცენტრალური კომიტეტის სიტყვით გამოსვლაზე განაცხადა, რომ დროა მიიღონ ბლოკჩეინი, როგორც ინოვაცია და მნიშვნელოვანი მიღწევა თანამედროვე ტექნოლოგიებში.

❝ ჩვენ უნდა ავირჩიოთ ერთი მიმართულება, გავზარდოთ ინვესტიციები, ვფოკუსირდეთ ახალ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე და დავაჩქაროთ ბლოკჩეინის განვითარება და ინდუსტრიული რევოლუცია.

– ჩინეთის პრეზიდენტი, Xi Jinping

ანალიტიკოსების ხედვით, ჩინეთის პრეზიდენტის სახალხო მხარდაჭერა ბლოკჩეინ ტექნოლოგიისადმი აიძულებს ამერიკასა და სხვა დიდ ქვეყნებს მხარი დაუჭირონ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც სავარაუდოდ ბიტკოინის ფასს კიდევ გაზრდის. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ წინა კვირას, მარკ ცუკერბერგმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ჩინეთის  უპირატესობამ ციფრულ ვალუტაში შეიძლება ამერიკული დოლარი საფრთხის ქვეშ დააყენოს, რითიც კიდევ ერთხელ ეცადა ამერიკელი კანონმდებლები Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტის, ლიბრას მხარდამჭერების რიგებში გადაეყვანა.

❝ ჩინეთის მთავრობა წინ მიიწევს და ბევრ მსგავს პროექტს გეგმავს კრიპტოვალუტებთან მიმართებაში. ჩვენ ვერ ვისხდებით უმოქმედოდ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ლიდერები ვართ, რადგან ეს არ ნიშნავს, რომ სულ ასე იქნება.

– დაამატა მარკ ცუკერბერგმა.

საინტერესოა, როგორ გავლენას მოახდენს ორი გიგანტი ქვეყნის მოქმედებები კრიპტოსავალუტო ბაზარზე და რა მაჩვენებელს შეინარჩუნებს ბიტკოინი კვირის ბოლომდე? 

თვალი ადევნე MyCoins.ge-ს და უახლეს ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღე სწორი გადაწყვეტილებები კრიპტოვალუტების ყიდვა/გაყიდვასთან დაკავშირებით.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლია ეწვიო შემდეგ გვერდებს: https://myc.ge/2WocAMf, https://myc.ge/2opxi1V, https://myc.ge/2PkYBFH

© 2020 MyCoins.ge all rights reserved