David Marcus-მა, Facebook-ის კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული პროექტების ხელმძღვანელმა, ოთხშაბათს განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ბიტკოინი შესაბამისი ვალუტა არ არის ტრანზაქციების განსახორციელებლად და მას ციფრული ოქრო უწოდა.
,,ბიტკოინი ციფრული ვალუტა არ არის, ის ოქროს მსგავსად ინვესტიციის განხორციელების საშუალებაა” – რაც შემდგომ ბიტკოინის არასტაბილურ ბუნებაზე ხაზგასმით დაასაბუთა.
David Marcus-მა ბიტკოინის არასტაბილურ ბუნებაზე საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ ეს თვისება ბიტკოინს მოუხერხებელს ხდის იმ ხალხისთვის, ვისაც გადახდების განხორციელება საზღვრებს გარეთ ციფრული ვალუტით სურს.
მისი თქმით, Facebook-ის მთავარი მიზანი კრიპტოვალუტებთან მიმართებაში ისაა, რომ მათი ახალი კრიპტოვალუტა ლიბრა ყოველდღიური გადახდების ნაწილი იყოს. ასევე აღნიშნა, რომ ლიბრას ღირებულება დოლართან და ევროსთან იქნება მიბმული, რაც მისი სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
David Marcus-ი Facebook-ის კრიპტოვალუტების მიმართულების მთავარი სახე პროექტის დაანონსების დღიდანაა და დღემდე არაერთი განცხადება გაუკეთებია Facebook-ის ამ მიმართულებით არსებულ მიზნებთან დაკავშირებით. გუნდი დღემდე აქტიურად ცდილობს, ამერიკელი კანონმდებლები დაარწმუნოს პროექტის პერსპექტივაში და რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაიყვანოს მხარდამჭერთა რიგებში.
რეალურად, ბიტკოინი უკვე 11 წლისაა და ბიტკოინით სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროდუქტისა და მომსახურების ღირებულების გადახდაა დღეს შესაძლებელი.
საინტერესოა, შეძლებს თუ არა ლიბრას გუნდი მიზნის მიღწევას და გახდება თუ არა Facebook-ის ახალი პროდუქტი მთავარი ვალუტა ჩვენი ყოველდღიური ტრანზქციებისთვის?
გვემეგობრე Facebook გვერდზე და თვალი ადევნე კრიპტოსავალუტო ბაზრის მნიშვნელოვან სიახლეებს.
წყარო: https://myc.ge/32p4rIZ