ადამიანები განსხვავდებიან და განსხვავდება მათი გემოვნება და მოტივები. იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე წლის წინ კრიპტოვალუტების გამოჩენამ დიდი რევოლუცია მოახდინა მსოფლიოში და მათი გამოყენებაც სხვადასხვა დანიშნულებით გახდა შესაძლებელი, ადამიანებმაც მათი ყიდვა სხვადასხვა მოტივით დაიწყეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მაგალითად, ზოგიერთი ფიქრობს ბიტკოინს არანაირი ფასეულობა არ აქვს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ რეალურად, თავად ადამიანები წყვეტენ რამდენად ფასეულია მათთვის კონკრეტული პროდუქტი/მომსახურება. ავიღოთ Louis Vuitton-ის 2,000$-იანი ჩანთა, რომლის ამ ფასად ყიდვა გამართლებულია, რადგან ვიღაც ფიქრობს, რომ მისი დიზაინი ან ხარისხი ამად ღირს. იგივე შეიძლება ითქვას ბიტკოინზეც. რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ადამიანს, რომელიც აღიარებს ბიტკოინის უნიკალურობას და პოტენციალს, მასში 9,000$-ს ის გადახდა უღირდეს?
ჩვენ დაგვაინტერესა, თუ რატომ ყიდულობენ ადამიანები კრიპტოვალუტებს და სტატისტიკურად ყველაზე გავრცელებული მიზეზები შევარჩიეთ:
მომავლის ეკონომიკა
ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც მსოფლიო early adopter-ებს უწოდებს თვლიან, რომ კრიპტოვალუტით სხვა ქვეყნებში გადარიცხვების განხორციელების შესაძლებლობა ანგრევს საზღვრებს და საერთაშორისო ეკონომიკის განვითარებასა და გლობალიზაციას უწყობს ხელს, მათ კი სურთ ამ ყველაფრის ნაწილი იყვნენ.
ინვესტიცია
ისევე როგორც ოქრო, ბიტკოინიც შეზღუდული რაოდენობისაა. ტრადიციული ვალუტებისგან განსხვავებით, რომელთა დაბეჭდვაც უსაზღვრო რაოდენობით არის შესაძლებელი, ბიტკოინის რაოდენობა შეზღუდულია და მხოლოდ 21 მილიონის წარმოება მოხდება. შესაბამისად, ბიტკოინს უყურებენ როგორც ფასეულობას, რომელიც მალე ამოიწურება და მასზე მოთხოვნაც გაიზრდება.
დეცენტრალიზებული ბუნება
უახლესი კვლევების მიხედვით, ბიტკოინის მფლობელთა ასაკი 18-34 წელია, რომელთა 1/3 ამბობს, რომ მათი მოტივი კრიპტოვალუტების ყიდვისას მთავრობის რეგულაციებისთვის თავის არიდებაა, რადგან ისინი კრიპტოვალუტებს მათი P2P ბუნებიდან გამომდინარე უფრო მეტად ენდობიან, ვიდრე მაგალითად, ამერიკის მთავრობას.
მოქნილი გადახდის სისტემა
ზოგიერთი თვლის, რომ მსხვილი ტრანზაქციების განხორციელება კრიპტოვალუტებით ბევრად მოსახერხებელია და შესაბამისად, საკომისიოც საკმაოდ დაბალია ტრადიციული ვალუტებით განხორციელებულ ტრანზაქციებთან შედარებით.
სიახლის ჩამორჩენის შიში
რამდენიმე წლის წინ, როდესაც კრიპტოვალუტები გამოჩნდა, მსოფლიო ერთგვარმა ხმაურმა მოიცვა ,,სწრაფი ფულის” გამომუშავების შესახებ. შესაბამისად, ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა ამ შანსის გამოყენება მალევე გადაწყვიტა, რაც რეალურად, ბიტკოინის ისტორიიდან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა.
და შენ რა მოტივი გამოძრავებს კრიპტოვალუტების ყიდვისას?
MyCoins.ge-ზე 7 მოთხოვნადი კრიპტოვალუტაა წარმოდგენილი. გადახედე შენს მოტივებს და ამის მიხედვით მიიღე შესაბამისი კრიპტოვალუტის ყიდვის გადაწყვეტილება.