ბიტკოინმა ფასის შემცირების სტადია გადალახა და შუა კვირა $7,190 სავაჭრო ფასით დაიწყო, შემდეგ ფასი $6,900-დე შემცირდა, 24 საათში კი 5%-იანი ზრდა განიცადა, რის შედეგადაც დღეს მისი ფასი $7,540-ია.
Cointelegraph-ის კონტრიბუტორის, Horus Hughes-ის აზრით, ბიტკოინმა შესაძლოა $8,100-ს მიაღწიოს და გამორიცხავს მისი ფასის შემცირებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ხარული და დათვური სცენარებიც გასათვალისწინებელია.
ტოპ ალტკოინის, ეთერიუმის ფასშიც ცვლილებებია და 3.3%-იანი ზრდის შედეგად მისი ყიდვა $143-ად შეგიძლია.
ასევე Cointelegraph-ის კონტრიბუტორის, Rakesh Upadhyay-ის განცხადებით, თუ ხარები შეძლებენ ეთერიუმის ფასის $151,5-იანი ნიშნულის ზემოთ შენარჩუნებას, შესაძლოა, მალე მისი ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს და $173-ს მიაღწიოს.
ბაზრის კაპიტალიზაციით მესამე ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტა – რიპლიც მიყვება დღევანდელ ტრენდს და მისი ფასი 2%-იანი ზრდის შემდეგ $0.225-ია. თუმცა რიპლი ბოლო პერიოდია საკმაოდ სუსტია და ზოგიერთი ანალიტიკოსის ხედვით, მისი ფასი შეიძლება განულდეს კიდეც 2020 წლის თებერვლისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასული კვირის მანძილზე კრიპტოვალუტების ბაზარმა $40 მილიარდამდე დანაკარგი განიცადა, ბიტკოინის ფასი კი ზრდის დაწყებამდე მაისის შემდეგ პირველად ჩამოცდა $7,000-ს. ზოგიერთი თვლის, რომ ეს დანაკარგი ჩინეთის ცენტრალური ბანკის განცახდებამ გამოიწვია, რომლითაც ბანკმა კრიპტო ინვესტორებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რისკები შეახსენა.
TD Ameritrade Network-ის მთავარი წამყვანის აზრით კი კრიპტოვალუტების ფასი შემცირდა, რადგან ადამიანებს უბრალოდ აღარ სჯერათ კრიპტოვალუტების.
თუმცა ფაქტია, რომ კრიპტოვალუტებმა ისევ მწვანე ზონაში გადაინაცვლეს და დღეის მდგომარეობით კრიპტოსავალუტო ბაზრის კაპიტალიზაცია $204.7 მილიარდი დოლარია, რომლის 66.6%-იან წილს ბიტკოინის კაპიტალიზაცია შეადგენს.
საინტერესოა, გამართლდება თუ არა ვარაუდები და მიაღწევს თუ არა ბიტკოინი $8,100 დოლარიან ნიშნულს?
შენ როგორ ფიქრობ?
ეწვიე MyCoins.ge-ის და შენი ვარაუდების მიხედვით მიიღე გადაწყვეტილება, ღირს თუ არა მოასწრო ბიტკოინის შეძენა?
წყარო: https://myc.ge/33sB0pV