“კრიპტოვალუტა შეუჩერებელია” – როგორია 2020 წლის კრიპტოსავალუტო ბაზრის პროგნოზები?

Home » სიახლეები » “კრიპტოვალუტა შეუჩერებელია” – როგორია 2020 წლის კრიპტოსავალუტო ბაზრის პროგნოზები?
05/12/2019
“კრიპტოვალუტა შეუჩერებელია” – როგორია 2020 წლის კრიპტოსავალუტო ბაზრის პროგნოზები?

გასული რამდენიმე თვე ბიტკოინისა და ალტკოინებისთვის უმეტესად დაღმავალი ტრენდებით იყო დატვირთული, მაგრამ ბოლო კვირა ბევრად აქტიური აღმოჩნდა კრიპტოვალუტების ფასის ზრდის კუთხით. ახალი წელი ახლოვდება, რაც ერთგვარ მოლოდინებს ქმნის კრიპტოვალუტების სამყაროში და საინტერესოა, რას უნდა ველოდეთ რელურად ინოვაციური ციფრული ფულისგან?

იმის გათვალისწინებით, რომ ტექნიკური მონაცემები საკმაოდ კარგად გამოიყურება, ანალიტიკოსების თქმით 2020 წელი ბევრად საინტერესო იქნება როგორც ბიტკოინისთვის, ასევე სხვა კრიპტოვალუტებისთვის.

იმის მიუხედავად, რომ ამ ეტაპზე კრიპტოვალუტების ირგვლივ ცოტაოდენი ეჭვები და შიშია, მინდა ვთქვა, რომ კრიპტოვალუტა შეუჩერებელია. ის არის ჩვენი მომავალი.

-განაცხადა ეთერიუმის თანადამაარსებელმა და Charles Hoskinson-მა გასულ კვირას.

❝ ვფიქრობ ბიტკოინის სისუსტე ივლისის შემდეგ გასაგებიცაა და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ბაზარზე საკმარისი მხარდაჭერა არ არსებობს. თუმცა ვთვლი, რომ კრიპტობაზარზე გაიზრდება ფულადი ნაკადები და ბიტკოინის ფასიც ახალ მწვერვალებს მიაღწევს.

-Tom Lee, Fundstrat Global Advisors-ის კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული კვლევების ხელმძღვანელი

აღსანიშნავია ისიც, რომ კრიპტოვალუტების ირგვლივ გარკვეულ მოლოდინებს ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც იწვევს.

მაგალითად, Square-ის და Twitter-ის ფინანსური მხარის აღმასრულებელმა დირექტორმა, Jack Dorse-მ აფრიკაში გადაწყვიტა თავისი გეგმების განხორციელება კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით. რამდენიმე თვიანი მოგზაურობის შედეგად, მისი აზრით, აფრიკაა ის კონტინენტი, რომელიც მალე კრიპტოვალუტების მიმართულებით სხვა ქვეყნებს გაუძღვება.

ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიც აფრიკაა, ძალიან ზედაპირულია ტრადიციული ფულის გავლენა და ეს ამცირებს ახალი ფინანსური ტექნოლოგიებისადმი წინააღმდეგობას. ამიტომ ვთვლი, აქ დიდი მომავალი აქვს კრიპტოვალუტებს”

Jack Dorsey-ს იდეას მიყვება რამდენიმე მსხვილი კრიპტოსავალუტო ბირჟა. Binance, Belfrics და Paxful-ი ახალ მასშტაბებზე გასვლას აფრიკის კონტინენტით იწყებენ.

ამავდროულად, ახლოვდება Facebook-ის მიერ დაანონსებული კრიპტოვალუტის, Libra-ს გაშვება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მოლოდინებს.

ასევე, საფრანგეთმა ახლახანს დაანონსა, რომ დაიწყებს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირებას 2020 წლისთვის. წარმომადგენლობის განცხადებით, ისინი უკვე მზად არიან ფინანსურ სამყაროში ინოვაციების დანერგვისთვის.

საინტერესოა, კიდევ რა მოხდება ახალ წლამდე კრიპტოვალუტების სამყაროში და რომელი ვალუტებისთვის აღმოჩნდება ახალი 2020 წელი წარმატებული.

როგორია შენი პროგნოზები?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved