კრიპტოვალუტების ფასები 23%-მდე გაიზარდა – ბიტკოინი $8,523-იან ნიშნულზეა

Home » სიახლეები » კრიპტოვალუტების ფასები 23%-მდე გაიზარდა – ბიტკოინი $8,523-იან ნიშნულზეა
14/01/2020
კრიპტოვალუტების ფასები 23%-მდე გაიზარდა – ბიტკოინი $8,523-იან ნიშნულზეა

კრიპტოსავალუტო ბაზარმა ბოლო რამდენიმე საათის მანძილზე ზრდა განიცადა და მის კაპიტალიზაციას 9 მილიარდი შეემატა. ამჯერად, ჯამში ის $226 მილიარდს შეადგენს.

Coin 360

ხარებმა ძალები მოიკრიბეს და ბიტკოინის ფასმა $8,500-იან ნიშნულს გადააჭარბა. ამ მომენტისთვის, 5%-მდე ზრდის შემდეგ, მისი ფასი $8,523-ია.

Coin 360

ბიტკოინთან ერთად, წინ მიიწევს ეთერიუმიც, რომელმაც შეძლო და $150-იან საბაზრო ფასს გაცდა, თუმცა $150.99-ის შემდეგ, $148-იან ნიშნულს დაუბრუნდა.

რიპლის ფასი 1.57%-ით გაიზარდა და მისი შეძენა $0.2218-ად შეგიძლია.

ფასის მნიშვნელოვან ზრდას განიცდის დეში, რომელმაც 23%-იანი მატება განიცადა და დღეის მდგომარეობით მისი ფასი $80.37-ია.

Coin 360

ზოგიერთმა უკვე დაიწყო კრიპტოვალუტების გაყიდვა, ზოგი კი ფიქრობს, რომ მოასწროს მათი შეძენა, რადგან ფასი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. შენ რას აპირებ?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved