5 სერვისი, რომლებიც კრიპტომოყვარულებს ცხოვრებას უმარტივებს

Home » კრიპტორჩევები » 5 სერვისი, რომლებიც კრიპტომოყვარულებს ცხოვრებას უმარტივებს
09/06/2020
5 სერვისი, რომლებიც კრიპტომოყვარულებს ცხოვრებას უმარტივებს

მაიქოინსზე კრიპტოს ყიდვა/გაყიდვასთან ერთად, კრიპტომოყვარულები ცხოვრებას სხვა საინტერესო სერვისების გამოყენებით იმარტივებენ.

1. კრიპტოს ელფოსტით გაგზავნა

კრიპტოვალუტის ელფოსტით გაგზავნისას აღარ გჭირდება მეგობარს მაიქოინსზე შესაბამისი კრიპტოს უნიკალური მისამართი სთხოვო. ასევე, ამ ფუნქციით კრიპტოს ისეთ მეგობარსაც უგზავნი, რომელსაც ჯერ კრიპტოსაფულე არ აქვს, მოცემული ელფოსტით ანგარიშის გახსნისას კი კრიპტოები მას საკუთარ ანგარიშზე ხვდება. >

2. ავტომატური ყიდვა/გაყიდვა

ავტომატური ყიდვა/გაყიდვის ფუნქციით ყიდვის ან გაყიდვის სასურველ ფასს წინასწარ საზღვრავ და მისი დადგომისას, როგორც გსურდა, შესაბამის კრიპტო ტრანზაქციას შენ მაგივრად ვასრულებთ. >

3. ინვესტირება კლებაზე

კრიპტოვალუტების სამყაროს მუდმივი ცვალებადობის გამო, შეიძლება უახლოეს პერიოდში კრიპტოზე ფასის შემცირებას ელოდე. ამ შემთხვევაში, კრიპტომოყვარულები შესაბამისი სერვისით მაიქოინსზე აკეთებენ ინვესტირებას და მათი პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, ანუ თუ ფასი შემცირდა, მოგებას მაინც იღებენ. >

4. თანხის მიღება

თუ კრიპტოვალუტაზე პირიქით, ფასის ზრდას ელი და თან ფული გჭირდება, შეგიძლია კრიპტოს გაყიდვის გარეშე სასურველი თანხა მიიღო. ამ გზით თანხასაც იღებ და კრიპტოსაც ინარჩუნებ, ფასი რომ გაზრდილიყო და მოგება დაგეკარგა, ხომ გული დაგწყდებოდა? >

5. მობილურის ბალანსის შევსება

კრიპტომოყვარულების კიდევ ერთი ფავორიტი სერვისი მობილურის ბალანსის შევსებაა. კარგი გრძნობაა, როცა შენი ციფრული ფულით რაიმე მატერიალურისთვის იხდი და თან ეს მაიქოინსზე მარტივად, შენი ანგარიშიდან გაუსვლელად ხდება. >

© 2020 MyCoins.ge all rights reserved