როგორ გაიზარდა ბიტკოინ ქეშის ფასი მარტის შემდეგ?

Home » სიახლეები » როგორ გაიზარდა ბიტკოინ ქეშის ფასი მარტის შემდეგ?
18/06/2020
როგორ გაიზარდა ბიტკოინ ქეშის ფასი მარტის შემდეგ?

Coinmarketcap-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ბიტკოინ ქეში (BCH) ბაზარზე მეხუთე ყველაზე ღირებული კრიპტოვალუტაა, რომლის ყოველდღიური სავაჭრო მოცულობა დაახლოებით $1.4 მილიარდს შეადგენს, ხოლო ბაზრის კაპიტალიზაცია $4,4 მილიარდია.

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინ ქეშის (BCH) ფასი 13 მარტის შემდეგ $152-დან მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეს ის $239 ღირს.

ბიტკოინ ქეში 2017 წელს, ბიტკოინის Fork-ის შედეგად შეიქმნა და ბიტკოინისგან განსხვავებით მას ბლოკების გაცილებით დიდი ტევადობა აქვს, რაც საშუალებას იძლევა მისი მეშვეობით უფრო მეტი გარიგება უფრო სწრაფად განხორციელდეს.

ბოტკოინსა და ბიტკოინ ქეშს შორის კიდევ ერთი განსხვავება ისაა, რომ ბიტკოინ ქეშს თითოეულ ტრანზაქციაზე ნაკლები საკომისიო აქვს, რაც მას ზოგჯერ უფრო მიმზიდველს ხდის აქტიური ტრეიდერებისა და ინვესტორებისთვის.

ბიტკოინ ქეშის ფასის დინამიკა ბოლო 1 თვის ჭრილში ასე გამოიყურება:

მაიქოინსზე 7 მოთხოვნად კრიპტოვალუტას შორის, ბიტკოინ ქეშის ყიდვა/გაყიდვაც შეგიძლია.

მეტი: https://bit.ly/2UW83RX

© 2020 MyCoins.ge all rights reserved