სტელარის (XLM) ფასი 50%-მდე გაიზარდა

Home » სიახლეები » სტელარის (XLM) ფასი 50%-მდე გაიზარდა
10/07/2020
სტელარის (XLM) ფასი 50%-მდე გაიზარდა

ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, სტელარის ფასმა შესამჩნევი ზრდა განიცადა და მისი ბაზრის კაპიტალიზაციას $600 მილიონიც დაემატა.

4 დღეში ფასმა 50%-იანი ზრდის შედეგად $0.09-ს მიაღწია, რის გამოც სტელარი გასული კვირის ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსის კრიპტოვალუტა გახდა. დღეს მისი ფასი 6%-მდე შემცირდა და $0.085-ია.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ აღნიშნულ ზრდას გრძელვადიანი პერსპექტივა აქვს. ერთ-ერთმა ტრეიდერმა ჩარტიც კი გამოაქვეყნა, რითიც ის ფასის 60-70%-იან ზრდის შესაძლებლობაზე მიუთითებს.

Image

მიუხედავად სტელარის ასეთი სიძლიერისა, სოციალურ მედიაში გარკვეული ტრენდებია, რამაც შეიძლება შეაჩეროს მისი აღმასვლა. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ეს მხოლოდ იმპულსური მომენტია და მსგავსი ტრენდის გასაგრძელებლად უფრო მყარი საფუძვლები უნდა არსებობდეს.

სტელარი ამჟამად $1,7 მილიარდიანი ბაზრის კაპიტალიზაციით მე-14 ადგილზეა.

საინტერესოა, ისევ აიწევს ფასი თუ ტრენდი შემცირებისკენ გაგრძელდება. შენ რა მოლოდინები გაქვს?

მეტი: https://bit.ly/2DkuTwn

© 2020 MyCoins.ge all rights reserved