ბიტკოინის (BTC) ფასმა $12,000-ს კვლავ მიაღწია – რა ხდება ბაზარზე?

Home » სიახლეები » ბიტკოინის (BTC) ფასმა $12,000-ს კვლავ მიაღწია – რა ხდება ბაზარზე?
07/08/2020
ბიტკოინის (BTC) ფასმა $12,000-ს კვლავ მიაღწია – რა ხდება ბაზარზე?

2.2%-იანი ზრდის შედეგად, ბიტკოინის (BTC) ფასი კვლავ გაიზარდა და $12,000-ს მიაღწია.

ბლოგის წერის მომენტში, კრიპტოვალუტა $11,760 ღირს, მისი ფასის 1 თვის დინამიკა კი ასე გამოიყურება.

რა ხდება ბაზარზე?

რეალურად, Covid-19-ის გლობალური პანდემია ნამდვილად არის ერთ-ერთი ფაქტორი. კრიზისის დროს ადამიანების თვალში, ჩვეულებრივ, ოქრო ან ციფრული აქტივები უფრო მიმზიდველია, რადგან მათ ჰიპერინფლაციის შიში აქვთ.

მაგრამ, მხოლოდ ეს არის ზრდის მიზეზი?

რეალურად, ბაზარზე კიდევ ორი ფაქტორი გვაქვს.

2020 წლის მაისის ბიტკოინის ჰალვინგმა შეიძლება მოთხოვნის საგრძნობლად ზრდა მომდევნო 24 თვის განმავლობაში შექმნას.

ასევე, გასულ კვირას Visa-მ და Mastercard-მა გააკეთეს განცხადებები კრიპტოვალუტებთან არსებულ გეგმებთან დაკავშირებით.

თუ წარსულში, Visa-ს, Mastercard-ს და PayPal-ს არც ისე პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდათ კრიპტოვალუტების მიმართ და ხშირად მიუთითებდნენ მის ანონიმურობაზე, ცვალებადობასა და ფინანსური რეგულაციების ნაკლებობაზე, დღეს მათ საგრძნობლად შეამსუბუქეს პოზიციები და უკვე საკუთარი კრიპტო პროექტებიც აქვთ. ამავდროულად, ისინი აქტიურად იწყებენ პარტნიორობას სხვადასხვა კრიპტო ბირჟებთან.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბევრმა დიდმა კომპანიამ უკვე მიიღო ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები, როგორც გადახდის ერთ-ერთი საშუალება, მათ შორისაა: Microsoft, Subway, Newegg.

ამერიკის ბანკებმა უკვე დააანონსეს, რომ ისინი მომხმარებლებს მალე ციფრული აქტივების შენახვას შესთავაზებენ.

გარდა ამისა, მაგ. რიპლს (XRP) უკვე ტრანზაქციების რამდენიმე წამში დამუშავება შეუძლია, რაც რეალურად ისეთივე სწრაფია, როგორც Visa ან Mastercard გადახდები.

ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტების და გადახდის ტრადიციული მეთოდების კოლაბორაცია შემდეგი ლოგიკური ეტაპია. ეს ჰიბრიდული მიდგომა გააერთიანებს ხელმისაწვდომობასა და მოხერხებულობას. ეს პროცესი კი ხელს შეუწყობს იმ ფაქტს, რომ კრიპტოვალუტები ადამიანების ცხოვრებაში ყოველდღიური გადახდების ნაწილი გახდება.

მთავარი კითხვა მხოლოდ ის რჩება, თუ როდის მოხდება ეს?!

© 2020 MyCoins.ge all rights reserved