21 ოქტომბერს ბიტკოინის ფასმა $13,000-იან ნიშნულს მიაღწია. ანალიტიკოსები ამ მოვლენას რამდენიმე ფაქტს უკავშირებენ.
ერთ-ერთი ასეთი Paypal-ის განცხადებაა, სადაც კომპანიამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომხმარებლებს კრიპტოვალუტების ყიდვა/გაყიდვის საშუალებას მისცემს.
ამ განცხადებას ბიტკოინის ფასის $12,300-დან $12,900-მდე ზრდა მოჰყვა.
❝ ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს ვითანამშრომლოთ მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან, რათა წვლილი შევიტანოთ იმ როლის ფორმირებაში, რომელსაც მალე ციფრული ვალუტები ითამაშებენ გლობალურ ფინანსებსა და ელექტრონულ ვაჭრობაში” – აღნიშნა Paypal-ის CEO-მ, Dan Schulman-მა.
ბიტკოინის 200-დღიანი მოძრავი საშუალო მაჩვენებელი კი ასე გამოიყურება.
სხვადასხვა ანალიტიკოსის აზრით, არსებობს იმის 7%-იანი ალბათობა, რომ ბიტკოინი მისი დროის ყველაზე მაღალ, $20,000-იან მაჩვენებელს მიაღწევს წლის ბოლოს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფიუჩერსებით ვაჭრობის მოცულობაც თითქმის გასამმაგდა თვის დასაწყისთან შედარებით, ეს ფაქტი კი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის მიერ $12,000-იანი ნიშნულის გადალახვას უკავშირდება.
ბლოგის წერის მომენტში, ბიტკოინი $12,856 დოლარი ღირს, მისი ფასის ცვლილება 7 დღის ჭრილში კი ასეთია.
იყიდი თუ გაყიდი?