ბიტკოინის ფასი ზრდას კვლავ განაგრძობს, ის $15,000-იან ნიშნულს უკვე გასცდა და ბლოგის წერის მომენტში $15,552-ია.
ბიტკოინის ფასის 30%-იან ზრდას გასულ თვესთან შედარებით აშშ-ის არჩევნების პერიოდს უკავშირებენ.
ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს დინამიკა დროებითია და ბიტკოინის ფასი მალე სტაბილურ ნიშნულს დაუბრუნდება, გარკვეულ ნაწილს კი სჯერა, რომ ბიტკოინს პოტენციალი აქვს თავისი ფასის ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს, $20,000-ს კვლავ მიაღწიოს. მათი აზრით, ბანკები უფრო მეტად იჩენენ ინტერესს კრიპტოვალუტის მიმართ, ინვესტირების საშუალებებს შორის ის უკვე ოქროს უწევს კონკურენციას, განსაკუთრებით კი მილენიალების თაობაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფასის ზრდას ცენტრალური ბანკების მიერ გაჟღერებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ და Paypal-ის მიერ მომხმარებლებისთვის კრიპტოვალუტების ყიდვა/გაყიდვის შესაძლებლობის მიცემამ შეუწყო ხელი.
საინტერესოა, როგორ შეიცვლება ბიტკოინის ფასი, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ოფიციალურად ახალი პრეზიდენტი ეყოლება.
შენ რას აპირებ? 🧐