ბიტკოინი (BTC) 2021-ში უკვე 100%-ით გაიზარდა! სადამდე ავა წლის ბოლომდე?

Home » ბიტკოინი » ბიტკოინი (BTC) 2021-ში უკვე 100%-ით გაიზარდა! სადამდე ავა წლის ბოლომდე?
22/02/2021
ბიტკოინი (BTC) 2021-ში უკვე 100%-ით გაიზარდა! სადამდე ავა წლის ბოლომდე?

ბიტკოინმა (BTC) კვირა დღეს მის უმაღლეს ნიშნულს, $58,332-ს მიაღწია. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ყველაზე ძვირადღირებულმა კრიპტოვალუტამ 2021-ის დაწყებიდან, მხოლოდ და მხოლოდ 2 თვეში, 100%-ანი ზრდა განიცადა. იანვრის დასაწყისში ერთი ბიტკოინის (BTC) ფასი $33,063-ს შეადგენდა, ხოლო დღეის მაჩვენებლით, ერთი ბიტკოინის (BTC) ფასი უკვე $56,437-ს აღწევს.

Bitcoin_Price

✅ დღეიდან შენ ყველა კრიპტო სიახლეს პირველი გაიგებ!

გთხოვთ მიუთითოთ სწორი იმეილის მისამართი

„SkyBridge Capital“-ის დამფუძნებელმა, ანტონი სკარამუჩიმ, რომელიც კრიპტოვალუტის ინდუსტრიას სულ ცოტა ხნის წინ შემოუერთდა, განაცხადა, რომ 2021-ის მიწურულს ბიტკოინი (BTC) $100,000-ს მიაღწევს და ინვესტორები მის აქტიურად შეძენას დაიწყებენ. თავად „SkyBridge Capital“-ს კი სკამუჩიმის განცხადებით $500 მილიონის ღირებულების ბიტკოინი (BTC) აქვს თავის ანგარიშზე.

How_to_buy_bitcoin

“ვფიქრობ, რომ ბიტკოინი (BTC) 2021-ის ბოლომდე მიაღწევს $100,000-ს“ – განაცხადა სკარამუჩიმ. „ეს უბრალოდ მოთხოვნა მიწოდების სიტუაციაა“ – განაცხადა მან “Squawk Box”-თან მიცემულ ინტერვიუში, რითაც გასულ დღეებში დიდი კომპანიების მიერ ბიტკოინისადმი გამოხატულ დიდ ინტერესს გაუსვა ხაზი.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved