არის კრიპტოვალუტა მომავლის ფული?

Home » ბლოგი » არის კრიპტოვალუტა მომავლის ფული?
01/03/2021
არის კრიპტოვალუტა მომავლის ფული?

“Deutsche Bank”-ის თქმით თანამედროვე ფულის სისტემა სუსტი და არამდგრადია, ეს კი იმას გამოიწვევს, რომ 2030 წლისთვის, კრიპტოვალუტის მომხმარებელთა რიცხვი, დღევანდელი ნიშნულიდან, რაც დაახლოებით 64 მილიონს შეადგენს, 200 მილიონს საგრძნობლად გაცდება და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს. მათივე თქმით კრიპტოვალუტა სულ ცოტა დროში ნაღდ ფულსაც ჩაანაცვლებს, რასაც მომხმარებლის მხრიდან ანონიმურობისა და დეცენტრალიზებულობის მოთხოვნის ზრდაც უმყარებს საფუძველს.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

“Deutsche Bank”-მა გამოაქვეყნა რეპორტი, სადაც განაცხადეს, რომ თუ დღეს კრიპტოვალუტა უბრალოდ ფინანსური დანამატია, მომავალში იგი საგრძნობლად გაიზრდება, სწორედ ისეთი სისწრაფით, როგორც ინტერნეტი გაიზარდა, თავისი არსებობის პირველ 20 წელში.

How_to_buy_bitcoin

კრიპტო რეგულაციებიც შესაძლოა ძალიან მალე შემოვიდეს ძალაში. ექსპერტების აზრით, მრავალი ქვეყნის სახელმწიფო სწორედ, რომ კრიპტოში გადაცვლის საკუთარ ვალუტას და ამგვარად განაგრძობს ოპერირებას. ყოველივე ეს კი სწორედ იმ ნაღდი ფულის, რომელსაც დღეს ყველა ვართ შეჩვეული, გაქრობასა და წარსულში დატოვებას გამოიწვევს.

და შენ რას ფიქრობ, როგორ ხედავ კრიპტოვალუტის მომავალს?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved