რა არის Dogecoin(DOGE)?

Home » ბლოგი » რა არის Dogecoin(DOGE)?
05/03/2021
რა არის Dogecoin(DOGE)?

Dogecoin (DOGE) არის კრიპტოვალუტა, რომელიც თავდაპირველად, 2013 წელს, Software დეველოპერებმა ბილ მარკუსმა და ჯექსონ პალმერმა შექმნეს. მიზანი კი ის იყო, რომ შექმნილიყო სწრაფი, სახალისო და ტრადიციული საბანკო კომისიებისგან თავისუფალი ანგარიშსწორების სისტემა. თავდაპირველად იგი როგორც ხუმრობა ისე შეიქმნა, მაგრამ დღეს-დღეობით, მრავალი ცნობილი ადამიანის მხარდაჭერით, იგი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

Dogecoin-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი გახლავთ Tesla-ს CEO, ილონ მასკი, რომელიც არ წყვეტს საკუთარ ტვიტერის პროფილზე Dogecoin-ის განუწყვეტლივ ხსენებას და მისი გამოყენებით სახალისო პოსტების შედგენას.

მასკის თქმით, Dogecoin სწორედ ის ვალუტა იქნება, რომელიც მთვარეზე დასახლებების შექმნის შემდეგ გამოიყენებენ.

თავად კრიპტოვალუტის სახელი – Dogecoin, ინტერნეტში გამოჩენილი ხუმრობის საფუძველზე დაერქვა და სწორედ ამიტომ აქვს ვალუტას სახალისო, შიბა ინუ ძაღლის გამოსახულება, როგორც აღმნიშვნელი სიმბოლო.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

Dogecoin-ის საფასური, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ $0,003-ს შეადგენდა, საოცარი სისწრაფით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ისეთმა ცნობილმა ადმიანებმა, როგორიც ილონ მასკია, მასზე საუბარი დაიწყეს. დღევანდელი მაჩვენებლით მისი ფასი, საწყისთან შედარებით, 1,500%-ით გაიზარდა. ხოლო მისი საბაზრო ღირებულება $10 მილიარდს აღწევს, რითაც იგი გაცილებით ძვირადღირებულია, ვიდრე Western Union, Under Armor და Xerox.

კრიპტომოყვარულები მას ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ფიქრობენ, რომ იგი $1-ს ძალიან მალე მიაღწევს.

ძალიან ბევრი თქვენგანი ითხოვდა სწორედ, რომ Dogecoin-ის დამატებას. სწორედ ამიტომ, სპეციალურად ჩვენი კრიპტომოყვარულებისთვის:

სულ მალე შენ Dogecoin-ის ყიდვა/გაყიდვა, მიღება და გაგზავნა უკვე MyCoins-ზე შეგეძლება!

© 2020 MyCoins.ge all rights reserved