„დოჯქოინს (DOGE) მთვარეზე ავიტანთ“ – ილონ მასკი

Home » ბლოგი » მიმოხილვა » „დოჯქოინს (DOGE) მთვარეზე ავიტანთ“ – ილონ მასკი
02/04/2021
„დოჯქოინს (DOGE) მთვარეზე ავიტანთ“ – ილონ მასკი

SpaceX-ის გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა, თავის Twitter-ის გვერდზე გააკეთა განცხადება და კიდევ ერთხელ ახსენა, რომ DogeCoin (DOGE)-ს აუცილებლად აიტანს მთვარეზე.

ზოგი კრიპტომოყვარული ფიქრობდა, რომ შესაძლოა მასკის განაცხადი 1 აპრილის ხუმრობა ყოფილიყო, მაგრამ მრავალმა ექსპერტმა, მათ შორის CNBC Space-ს რეპორტიორმა მაიქლ შითზმა, განაცხადა, რომ მასკი ამას სრული სერიოზულობით აცხადებდა.

How_to_buy_bitcoin

„ვიცი, ბევრი ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა ხუმრობა ყოფილიყო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მასკი ნამდვილად გულისხმობდა ამას“ – განაცხადა მაიქლ შითზმა.

Dogecoin (DOGE) არის კრიპტოვალუტა, რომელიც თავდაპირველად, 2013 წელს, Software დეველოპერებმა ბილ მარკუსმა და ჯექსონ პალმერმა შექმნეს. მიზანი კი ის იყო, რომ შექმნილიყო სწრაფი, სახალისო და ტრადიციული საბანკო კომისიებისგან თავისუფალი ანგარიშსწორების სისტემა.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

თავდაპირველად იგი როგორც ხუმრობა ისე შეიქმნა, მაგრამ დღეს-დღეობით, მრავალი ცნობილი ადამიანის მხარდაჭერით, იგი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

2021 წლის დაწყებასთან ერთად დოჯქოინის (DOGE) ფასმა მკვეთრი, დაახლოებით, 95% ზრდა განიცადა და მის უმაღლეს ნიშნულს $0,08-ს თებერვლის თვეში მიაღწია.

ექსპერტების თქმით, დოჯექოინი (DOGE) ძალიან საინტერესო და პერსპექტიული კრიპტოვალუტაა, რომელზე დაკვირვებაც ნამდვილად ღირს.

დღეიდან, უკვე Dogecoin (DOGE)-ს შეძენა MyCoins-ზე შეგიძლია!

© 2020 MyCoins.ge all rights reserved