კრიპტოს ფასები შემცირდა – არის ეს კარგი დრო საინვესტიციოდ?

Home » ბიტკოინი » კრიპტოს ფასები შემცირდა – არის ეს კარგი დრო საინვესტიციოდ?
23/04/2021
კრიპტოს ფასები შემცირდა – არის ეს კარგი დრო საინვესტიციოდ?

ბიტკოინის (BTC) ფასი, ბოლო 8 დღის განმავლობაში, მეშვიდედ შემცირდა. ეს ყველაფერი კი ა.შ.შ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას მოჰყვა, სადაც მან კაპიტალური შემოსავლის TAX-ის გაზრდის გეგმები დააანონსა.

მსგავსმა მოვლენებმა ბიტკოინის (BTC) და სხვა მრავალი კრიპტოვალუტის ღირებულება მარკეტზე საგრძნობლად შეამცირა.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

ექსპერტების აზრით, მარკეტზე ფასის მსგავსი ვარდნა ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც მუდმივად, გარკვეულ პერიოდში ერთხელ ხდება. კრიპტომოყვარულთა უმრავლესობა კი, სწორედ ასეთ მომენტებს ელოდება კრიპტოვალუტაში ინვესტიციის გასაკეთებლად.

Buy_dogecoin

იმ კრიპტომოყვარულებს, რომლებიც ფასის ვარდნას დადებითად და ინვესტიციის გაკეთების შანსად უყურებენ, მაგალითად ბიტკოინის (BTC) 2021 წლის იანვრის ფასის ვარდნა მოჰყავთ, როდესაც მარკეტზე #1 კრიპტოვალუტის ფასი, სულ რაღაც 2 კვირაში, ≈25%-ით შემცირდა და ≈$10,000 დოლარის ვარდნის შემდეგ, $40,540-დან $30,399-ზე ჩამოვარდა.

იმ კრიპტომოყვარულებმა, რომლებმაც ამ პერიოდში შეიძინეს ბიტკოინი (BTC), საკმაოდ კარგი შედეგი ნახეს მას შემდეგ, რაც სულ რაღაც 1 თვეში ბიტკოინის (BTC) ღირებულება თითქმის გაორმაგდა და $57,500-ს მიაღწია, რასაც სულ მალე მოჰყვა მისი ღირებულების $63,530-ზე ასვლაც.

შენ რას ფიქრობ, ამჯერად იყიდი თუ გაყიდი?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved