ბიტკოინის ფასი 27%-ით შემცირდა. ცუდი ამბავი თუ იდეალური დრო საინვესტიციოდ?

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის ფასი 27%-ით შემცირდა. ცუდი ამბავი თუ იდეალური დრო საინვესტიციოდ?
26/04/2021
ბიტკოინის ფასი 27%-ით შემცირდა. ცუდი ამბავი თუ იდეალური დრო საინვესტიციოდ?

ბიტკოინის (BTC)  ღირებულების ≈ 27%-ით შემცირების შემდეგ, ბევრი კრიპტომოყვარულის აზრით, მარკეტზე #1 კრიპტოვალუტა კვლავ საოცარი სისწრაფით გააგრძელებს ზრდას და ახალი რეკორდების დამყარებას.

How_to_buy_bitcoin

ექსპერტების აზრით, თუ გასულ დროს გადავხედავთ, ბიტკოინის (BTC) ფასის ყოველი „კორექციის“ შემდეგ, კრიპტოვალუტა კვლავ უბრუნდება მის უმაღლეს ნიშნულს. გასული წლების, 2017/2018 წლის, ფასის „კორექციის“ შემდეგ, რაც ჩინეთში მიმდინარე რეგულაციებმა განაპირობა, ბიტკოინის (BTC) ღირებულება რეკორდული მაჩვენებლით – 85%-ით შემცირდა და $19,497-დან $3,470-ზე ჩამოვიდა.

მსგავსი მოვლენების შემდეგ, კრიპტომოყვარულთა ნაწილი თვლიდა, რომ ეს ბიტკოინის (BTC) დასასრული იყო. მაგრამ იმ კრიპტომოყვარულებმა, რომლებმაც დრო იხელთეს და კრიპტოვალუტა მისი ფასის ვარდნის პერიოდში შეიძინეს, სულ მცირე დროში ≈1650% მოგება ნახეს.

ექსპერტების თქმით, ბიტკოინი (BTC), შესაძლოა, შემცირდეს, მაგრამ მისი ფასი „კორექციის“ შემდეგ კვლავ დაიწყებს ზრდას. ბიტკოინი (BTC) კვლავ დომინანტი კრიპტოვალუტაა, ძლიერი კრიპტომოყვარულთა ბაზით და მსოფლიოში ცნობილი კომპანიების აქტიური მხარდაჭერით.

ექსპერტების აზრით, მსგავსი მხარდაჭერა, ნებისმიერი კრიპტოვალუტის ღირებულებაზე დადებითად იმოქმედებს.

შენ რას ფიქრობ, როდის იქნება შემდეგი “Bull Run”?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved