დოჯქოინი (DOGE) ახალ რეკორდებს ამყარებს! მისი ღირებულება Twitter-ზე და Ford-ზე მეტი გახდა!

Home » ბლოგი » დოჯქოინი (DOGE) ახალ რეკორდებს ამყარებს! მისი ღირებულება Twitter-ზე და Ford-ზე მეტი გახდა!
04/05/2021
დოჯქოინი (DOGE) ახალ რეკორდებს ამყარებს! მისი ღირებულება Twitter-ზე და Ford-ზე მეტი გახდა!

დღეის, 4 მაისის მაჩვენებლით, დოჯქოინის (DOGE) მარკეტის ღირებულება $49.8 მილიარდს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საავტომობილო კომპანიის, Ford-ის ($45.2 მილიარდი) და სოციალური ქსელის გიგანტის, Twitter-ის ($44.1 მილიარდი) ღირებულებაზე მეტი გახდა.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

მარკეტზე #5 კრიპტოვალუტა, დოჯქოინი (DOGE), კვლავ ახალ რეკორდებს ხსნის და დღეის მაჩვენებლით, ბოლო 1 კვირაში ≈78% ზრდის შემდეგ მის უმაღლეს ნიშნულს – $0.49-ს აღწევს.

კრიპტომოყვარულთა აზრით, დოჯქოინის (DOGE) ფასის ბოლო დღეებში ასეთი სისწრაფით მატება, ისევ და ისევ ილონ მასკის სოციალურ ქსელში აქტივობასთანაა დაკავშირებული.

რამოდენიმე დღის წინ მასკმა საკუთარი Twitter-ის გვერდზე დოჯქოინი (DOGE) მოიხსენია, რასაც კრიპტომოყვარულთა დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

How_to_buy_bitcoin

კრიპტომოყვარულთა დიდი ნაწილი მოუთმენლად ელოდება 8 მაისს, როდესაც ილონ მასკი “Saturday Night Live”-ის წინაშე წარდგება. ექსპერტების აზრით, მასკის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა დოჯქოინზე (DOGE), შესაძლოა, კრიპტოვალუტის ფასზე კიდევ უფრო დადებითად იმოქმედოს. ბევრი კრიპტომოყვარულის აზრით, სწორედ მასკის მიერ გაკეთებული კომენტარები არის დოჯქოინის (DOGE) ფასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

შენ რას ფიქრობ, სადამდე ავა დოჯქოინი (DOGE) 2021 წლის ბოლომდე?

Tags:
© 2020 MyCoins.ge all rights reserved