ეთერიუმი (ETH) $4,000-ს გადასცდა! როგორია მისი მომავალი?

Home » ეთერიუმი » ეთერიუმი (ETH) $4,000-ს გადასცდა! როგორია მისი მომავალი?
10/05/2021
ეთერიუმი (ETH) $4,000-ს გადასცდა! როგორია მისი მომავალი?

მარკეტზე #2 კრიპტოვალუტა – ეთერიუმი (ETH), ახალ რეკორდებს ხსნის! მისი ღირებულება 10 მაისის მაჩვენებლით, მის უმაღლეს ნიშნულს – $4,094-ს გადასცდა. არსებული ფასი კი, ბოლო 1 კვირის განმავლობაში ≈19% ზრდის შედეგია.

მსგავსი ზრდის შემდეგ, ეთერიუმის (ETH) მარკეტის კაპიტალიზაცია $474 მილიარდს გასცდა, რაც ბოლო 1 კვირის განმავლობაში ≈29% ზრდას აღნიშნავს.

ერთ დროს ბიტკოინის (BTC) ჩრდილის ქვეშ მყოფი კრიპტოვლუტა – ეთერიუმი (ETH), დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე კრიპტო გახდა, რომელმაც უამრავი უბრალო კრიპტომოყვარულისა, თუ დიდი კომპანიების ყურადღება მიიპყრო.

How_to_buy_bitcoin

Visa და Amazon-ის მსგავსი დიდი კომპანიების მხარდაჭერის გარდა, კრიპტოვალუტის ფასზე ასევე ყოველთვის მოქმედებდა სხვადასხვა ცნობილი ადამიანების განცხადებები – მაგალითად, მილიარდერი და ენტრეპრენუერი, მარკ კუბანი, ეთერიუმის (ETH) დიდი მხარდამჭერია. მან განაცხადა, რომ თავადაც ფლობს ეთერიუმს (ETH) დიდი რაოდენობით. მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ეთერიუმი (ETH) „ნამდვილ ვალუტასთან“ ყველაზე მიახლოებული კრიპტოვალუტაა.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

ექსპერტების თქმით, ეთერიუმი (ETH), ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი კრიპტოვალუტაა, რომელსაც უამრავი დამწყები კომპანია იყენებს. სწორედ მსგავსი მოთხოვნის გამო, მისი ფასი შესაძლოა 2021 წლის ბოლომდე გაცილებით მეტად გაიზარდოს და ახალი რეკორდები დაამყაროს.

შენ რას ფიქრობ, როგორი მომავალი აქვს ეთერიუმს(ETH)?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved