გაინტერესებს როგორ გამოიყენო Mycoins.ge ფუნქციონალები მარტივად?

Home » კრიპტორჩევები » გაინტერესებს როგორ გამოიყენო Mycoins.ge ფუნქციონალები მარტივად?
02/06/2021
გაინტერესებს როგორ გამოიყენო Mycoins.ge ფუნქციონალები მარტივად?

თუ ახლახანს დაინტერესდი კრიპტოვალუტების სამყაროთი, მაშინ ეს ინსტრუქცია შენთვისაა!

აქ აგიხსნით როგორ დარეგისტრირდე, გაიარო ვერიფიკაცია და იყიდო სასურველი კრიპტოვალუტები სწრაფად და მარტივად.

Როგორ შევქმნათ MyCoins პროფილი?

Mycoins-ზე პროფილის შესაქმნელად:

  1. Გადადი Mycoins.ge-ზე და დააჭირე “რეგისტრაცია”-ს ზედა მარჯვენა კუთხეში.

2. Შეიყვანე შენი ელ.ფოსტა და დააყენე უსაფრთხო პაროლი (პაროლი უნდა მოიცავდეს მინიმუმ 8 სიმბოლოს, დიდ და პატარა ასოს, რიცხვს ან სიმბოლოს).

3. Მიჰყევი ინსტრუქციას, დაადასტურე შენი პროფილი ელ.ფოსტაზე მიღებული კოდით.

Მას შემდეგ, რაც დაასრულებ რეგისტრაციას, კრიპტოს ყიდვამდე სულ რაღაც ორი ნაბიჯი გრჩება😊

პირველ რიგში, გაიარე ვერიფიკაცია.

Როგორ გავიაროთ Ვერიფიკაცია?

  1. ვერიფიკაციის გასავლელად დააჭირე ვერიფიკაციის “დაწყება”-ს.

2. Შეიყვანე შენი პირადი ინფორმაცია, შეავსე მითითებული ველები და დააჭირე “შემდეგი”-ს.

3. ახლა ფოტოს ატვირთვის ველზე ხარ, აირჩიე პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

4. თუ პირადობის მოწმობა აირჩიე, გადაუღე სურათი წინა გვერდს და დააჭირე “შემდეგი”-ს.
თუ პასპორტი აირჩიე, გადაუღე სურათი პასპორტის წინა გვერდს და დააჭირე “შემდეგი”-ს.

5. Შემდეგ კი გადაუღე სურათი პირადობის ან პასპორტის უკანა გვერდს და დააჭირე “შემდეგი”-ს.

6. გადაიღე სელფი პირადობასთან ან პასპორტთან ერთად და დააჭირე “შემდეგი”-ს.

7. ახლა კი ბოლო ნაბიჯი 🤗 გადმორიცხე მინიმუმ 1 თეთრი შენი ინტერნეტ ბანკიდან ჩვენს საბანკო ანგარიშზე. Მთავარია გადაამოწმე, რომ გადმორიცხვისას დანიშნულება სწორად მიუთითო შენს ინტერნეტ ბანკში.

Სულ ესაა. Ვერიფიკაცია დასრულებულია🎉 ახლა გადავიდეთ კრიპტოვალუტის ყიდვაზე.

Როგორ ვიყიდოთ/გავყიდოთ კრიპტოვალუტა MyCoins-ზე?

MyCoins-ზე სასურველი კრიპტოვალუტის შესაძენად, გადადი ყიდვა/გაყიდვის გვერდზე და შეავსე მოცემული ველები..
თითოელი ვალუტის ფასის ცვლილებას, უკვე ახლად დამატებული ფასის ჩარტით შეგიძლია ადევნო თვალი 📈
სასურველი ვალუტის, რაოდენობის და გადახდის მეთოდის მითითების შემდეგ, დააჭირე „ყიდვას“ და გილოცავ! შენ უკვე კრიპტოვალუტის მფლობელი ხარ!🤗

Გაყიდვის შემთხვევაშიც – გადადი გაყიდვის ველზე, შეავსე მონაცემები და დააჭირე “გაყიდვას”.

Როგორ გავაგზავნოთ კრიპტოვალუტა MyCoins-ზე?

Კრიპტოს გასაგზავნად „მიმღების მისამართში“ + – ის დაჭერის შემდეგ დაამატე მიმღების კრიპტო საფულის მისამართი „თეთრ სიაში“, რათა მოხდეს მისამართის გადამოწმება და ტრანზაქციის სწრაფი და უპრობლემო შესრულება.
დეტალების შევსების შემდეგ, დააჭირე „გაგზავნას“ და სულ ესაა!💸

Როგორ დავიცვათ ჩვენი MyCoins ანგარიში?

Შენი ანგარიშის გაძლიერებული დაცვის 2 გზა არსებობს:

  1. Google აუტენთიფიკაცია
    Google აუტენთიფიკაციის ჩასართავად, დააჭირე პარამეტრების ნიშანს, შემდეგ კი აირჩიე “უსაფრთხოება”.

დააჭირე Google აუტენთიფიკაციის “გააქტიურებას” და მიჰყევი ინსტრუქციას. ჩამოტვირთე და დააინსტალირე Google აუტენთიფიკაციის აპლიკაცია, მიიღე სმს შეტყობინება დასადასტურებლად და დაასკანერე აპლიკაციიდან QR კოდი. Სულ ესაა!

2. IP ვერიფიკაცია
IP ვერიფიკაციის გასააქტიურებლად დააჭირე პარამეტრების ნიშანს, შემდეგ კი აირჩიე “უსაფრთხოება”.
დააჭირე IP ვერიფიკაციის “გააქტიურებას”, ტელეფონზე მიღებული სმს კოდი ჩაწერე შესაბამის ველში და დააჭირე “გაგრძელებას”. Სულ ესაა, ვერიფიკაცია ჩართულია! 🔒

Დამატებითი კითხვების შემთხვევაში სულ მზად ვართ რომ დაგეხმაროთ, წარმატებები!

© 2020 MyCoins.ge all rights reserved