სალვადორი – პირველი ქვეყანა სადაც ბიტკოინი (BTC) ოფიციალური ვალუტაა?

Home » ბიტკოინი » სალვადორი – პირველი ქვეყანა სადაც ბიტკოინი (BTC) ოფიციალური ვალუტაა?
07/06/2021
სალვადორი – პირველი ქვეყანა სადაც ბიტკოინი (BTC) ოფიციალური ვალუტაა?

ბიტკოინს (BTC), მსგავსად სხვა კრიპტოვალუტებისა, საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე ბოლო პერიოდი ჰქონდა. მაგრამ, ამ უარყოფითი მოვლენების მიუხედავად, მაინც გამოჩნდა ის “Boost” რაც ბევრი ექსპერტის აზრით ბიტკოინის (BTC) ფასის ცვლილების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იქნება.

Buy_crypto

მაიამიში გამართულ შეკრებაზე, სალვადორის პრეზიდენტმა, ნეიბ ბუკელემ, განაცხადა, რომ ცდილობს საკუთარ ქვეყანაში ბიტკოინის (BTC), როგორც მიღებულ, ლეგალურ ტენდერად დარეგისტრირებას. რაც ბიტკოინის (BTC) როგორც, რიგით ვალუტად ოფიციალურად მიღებას ნიშნავს – ამ ყველაფრის განხორციელების შემდეგ, სალვადორი ჩაითვლება როგორც პირველი ქვეყანა, სადაც კრიპტოვალუტა ოფიციალურ ვალუტად გამოცხადდება.

სალვადორის პრეზიდენტის განცხადებით, დამატებითი ინფორმაცია 2021 წლის ბოლოსკენ გახდება ცნობილი და გადაწყდება, იქნება თუ არა სალვადორი პირველი ქვეყანა კრიპტო ვალუტით.

კრიპტომოყვარულთა აზრით, მსგავსი მხარდაჭერა, გასულ პერიოდში მომხდარ დიდი კომპანიების მხარდაჭერაზე გაცილებით დიდი წინ გადადგმული ნაბიჯო იქნება ბიტკოინისთვის (BTC), რამაც შესაძლოა კრიპტოვალუტის მორიგი “Bull run” გამოიწვიოს.

შენ რას ფიქრობ, რა გავლენა ექნება ამას კრიპტო სამყაროზე?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved