2021 წლის პროგნოზი: გახდება ეთერიუმი (ETH) ახალი მოწინავე კრიპტოვალუტა?

Home » ბლოგი » 2021 წლის პროგნოზი: გახდება ეთერიუმი (ETH) ახალი მოწინავე კრიპტოვალუტა?
09/06/2021
2021 წლის პროგნოზი: გახდება ეთერიუმი (ETH) ახალი მოწინავე კრიპტოვალუტა?

ბიტკოინისა (BTC) და ეთერიუმის (ETH) კონკურენცია 2021 წელს „დომინანტი კრიპტოვალუტის“ ტიტულისთვის განსაკუთრებით გაღვივდა.

ბიტკოინის (BTC) ფასი, ბოლო კვირების არაპნოგნოზირებული ცვლილების მიუხედავად, ბოლო 12 თვის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა და $9,300-დან, დღევანდელი, 9 ივნისის მაჩვენებლით – $34,617-ზე ავიდა. ხოლო, რაც შეეხება ეთერიუმს (ETH) იმავე პერიოდში, ბოლო 12 თვის განმავლობაში, მისი ფასი ≈1,000% ზრდის შემდეგ $237-დან $2,512-მდე ავიდა, რითაც უამრავი კრიპტომოყვარულის ფავორიტ კრიპტოვალუტად იქცა.

ეთერიუმის (ETH) 10 დღიანი საშუალო ვაჭრობის სიხშირე, 2021 წლის დაწყბეასთან ერთად გაორმაგდა – ყოველივე ეს კი ექსპერტების აზრით, იმის საფუძველს ქმნის, რომ ეთერიუმი (ETH) შესაძლოა სულ მალე ახალ მოწინავე კრიპტოვალუტად ვიხილოთ.

Buy_crypto

ეთერიუმი (ETH) ,ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყურადღებას დეცენტრალიზებული ფინანსური სერვისებითაც (DeFi) იპყრობს – კრიპტოვალუტის ტექნოლოგია, რითაც ტრადიციული ბანკები ქმნიან ისეთ პროდუქტს, როგორებიცაა სესხი, დაზღვევა და ა.შ. ეს ყველაფერი კი ეთერიუმის (ETH) ბლოკჩეინზეა შესაძლებელი.

ასევე, ეთერიუმი (ETH) უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება Digital Art-ის და NFT ინდუსტრიაში, რაც ბევრი კრიპტომოყვარულის აზრით სულ მალე მოიცავს მთელს მსოფლიოს.

ყოველივე ეს და კიდევ უმრავი მოვლენები განაპირობებს ეთერიუმის (ETH) ფასის მსგავს ცვლილებებს, რაც ექსპერტების აზრით შესაძლოა 2021 წელს ბიტკოინზე გაცილებით პოპულარული გახდეს.

შენ რას ფიქრობ ეთერიუმზე? (ETH)

© 2020 MyCoins.ge all rights reserved