რატომ შემცირდა დოჯქოინის (DOGE) ფასი და რა პროგნოზებია 2021 წლის ბოლოსთვის?

Home » ბლოგი » რატომ შემცირდა დოჯქოინის (DOGE) ფასი და რა პროგნოზებია 2021 წლის ბოლოსთვის?
07/07/2021
რატომ შემცირდა დოჯქოინის (DOGE) ფასი და რა პროგნოზებია 2021 წლის ბოლოსთვის?

დოჯქოინი (DOGE), მარკეტზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა, ისევე როგორც სხვა დანარჩენი კრიპტოვალუტები, ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში, საკმაოდ რთული დროის წინაშე დადგა.

დოჯქოინის (DOGE) ღირებულებამ მაისის თვეში დაიწყო კლება, მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა SNL-ის გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. შოუს შემდეგ კი დოჯქოინის (DOGE) ინვესტორების 70%-მა სასწრაფო წესით დაიწყო დოჯქოინის (DOGE) გაყიდვა – რამაც ასევე განაპირობა მისი ფასის ვარდნა, მოთხოვნის შემცირების პარალელურად.

How_to_buy_bitcoin

ზემოთ ხსენებულ მოვლენებს კი ჩინეთის მიერ შემოღებული რეგულაციებიც დაემატა, რის მიხედვითაც მაინერებს საგრძნობლად დიდი შეზღუდვები დაეკისრა – ესეც ერთ-ერთი მიზეზი გახდა დოჯქოინის (DOGE) ფასის შემცირების, რის შედეგადაც მისი უმაღლესი ნიშნულიდან, $0.74-დან, ბოლო თვეების განმავლობაშ მის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე, $0.169-ზე ჩამოვიდა.

და მაინც – რა იქნება დოჯქოინის (DOGE) ფასი 2021 წლის ბოლოს?

ექსპერტების თქმით, დოჯქოინი (DOGE) ისევე როგორც სხვა კრიპტოვალუტები, ფასის ვარდნას მიმდინარე Bear მარკეტის გამო განიცდიან, რაც კრიპტომოყვარულთა აზრით, შესაძლოა ძალიან მალე მორჩეს.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიც არის ილონ მასკი, კვლავ უჭერს დოჯქოინს (DOGE) მხარს, რასაც საკუთარი Twitter-ის გვერდზე ხშირად აჟღერებს. ამავდროულად, როგორც მასკმა რამოდენიმე კვირის წინ განახადა, იგი აქტიურად მუშაობს დოჯქოინის (DOGE) დეველოპმენტის გუნდთან ერთად, რათა დოჯქოინი (DOGE) გააუმჯობესოს.

სწორედ ასეთი ფაქტები ექსპერტებს იმის ფიქრის საშუალებას აძლევთ, რომ შესაძლოა დოჯქოინი (DOGE) 2021 წლის ბოლომდე კვლავ ავიდეს $0.74-მდე და $1-საც კი მიაღწიოს.

შენ რას ფიქრობ, როგორი მომავალი აქვს დოჯქოინს (DOGE)?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved