კრიპტოვალუტაში ინვესტირება შესაძლოა ძალიან მარტივი და სწრაფი იყოს – დღეს შენ შეგიძლია ისეთი პლათფორმების გამოყენებით, როგორიც MyCoins არის, ძალიან სწრაფად და მარტივად შეიძინო სასურველი კრიპტოვალუტა. მაგრამ, კრიპტომოყვარულთა დიდი რაოდენობა გაუაზრებელ შეცდომებს უშვებს, რომელთა გამოსწორების შემთხვევაში, შენი კრიპტოსამყაროში მოგზაურობა გაცილებით მომგებიანი იქნება.
და მაინც, რა არის ეს შეცდომები?
შეცდომა N1: ინვესტიციას არასწორ კრიპტოვალუტაში აკეთებ.
უამრავ დამწყებ კრიპტომოყვარულს ჰგონია, რომ მარკეტზე ერთადერთი პერსპეცტიული კრიპტოვალუტა არის ბიტკოინი (BTC), რაც არ არის სიმართლე. არსებობს მრავალი სხვა ისეთი პერსპეცტიული კრიპტოვალუტები, როგორიცაა ეთერიუმი (ETH), რიპლი (XRP), დოჯქოინი (DOGE) და მრავალი სხვა. რომელთაც, ზოგ შემთხვევაში, იმაზე მეტი მომგებიანობა აქვთ, ვიდრე ბიტკოინს (BTC). ამიტომ ინვესტიციის გაკეთებამდე, სჯობს შეისწავლო სასურველი კრიპტო, ნახო მისი წარსული, დანიშნულება, პერსპექტივა და შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.
შეცდომა N2: მზად იყავი გამოწვევებისთვის.
კრიპტო ინვესტიცია ძალიან ცვალებადი პროცესია, შესაძლოა შენი ინვესტიცია საოცრად მომგებიანი გახდეს და საგრძნობლად დიდი მოგება მიიღო, მაგრამ, ასევე არსებობს იმის შანსი, რომ შენი ინვესტიციის შემდეგ, კრიპტოვალუტის ფასმა დაიწიოს, რაც არ უნდა იყოს შენი პანიკის მიზეზი, რადგან გავლილი ისტორია გვასწავლის, რომ დღევანდელი დაბალი ფასი შესაძლოა ხვალ რამოდენიმეჯერ გაიზარდოს. ამიტომ, არ იჩქარო გადაწყვეტილების მიღება.
შეცდომა N3: გადაამოწმე კრიპტო მისამართი კარგად.
გასაკვირია, რამდენ კრიპტომოყვარულს მოსდის შეცდომა და კრიპტოს გაგზავნის დროს ტრანზაქციას არასწორ ადრესზე აკეთებს, რის გამოც მისი გაგზავნილი თანხა უბრალოდ იკარგება. სწორედ ამიტომ, გაგზავნამდე, კარგად გადაამოწმე კრიპტო მისამართი.
შეცდომა N4: პაროლი გავიწყდება
უამრავი კრიპტომოყვარულია, ვინც ისეთი დიდი კრიპტოვალუტები, როგორიცაა ბიტკოინი (BTC), რამოდენიმე წლის წინ, სულ რამოდენიმე ცენტად იყიდეს, რის შემდეგაც საკუთარი პროფილის პაროლის დავიწყების გამო, დღეს უკვე მილიონობის ღირებულების კრიპტოვალუტაზე ხელი აღარ მიუწვდებათ, რადგან უბრალოდ საკუთარი ანგარიშის პაროლი აღარ ახსოვთ. ამიტომ გახსოვდეს – ყოველთვის კარგად შეინახე შენი პაროლი.
შენ რას ფიქრობ, რას დაამატებდი ამ სიას?