ბიტკოინი (BTC) კვლავ $50,000-ს უახლოვდება!

Home » ბიტკოინი » ბიტკოინი (BTC) კვლავ $50,000-ს უახლოვდება!
10/08/2021
ბიტკოინი (BTC) კვლავ $50,000-ს უახლოვდება!

ბიტკოინი (BTC) ორშაბათ დღეს, მისი ბოლო 3 თვის უმაღლეს ნიშნულს მიუახლოვდა და კვლავ განაგრძობს ზრდას!

ბაზარზე ყველაზე მასშტაბური ციფრული ვალუტა, ბიტკოინი (BTC), 5,4%-ით გაიზარდა და მის ბოლო დროის უმაღლეს ნიშნულს – $46,245-ს მიაღწია. ამ შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიტკოინი (BTC), ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 17%-ით გაიზარდა.

ბიტკოინის (BTC) მსგავსად, სხვა კრიპტოვალუტებმაც დაიწყეს ზრდა – დეში (DASH), ეთერიუმი (ETH) და ლაითკოინი (LTC), თითოეული, ბოლო კვირის განმავლობაში, მინიმუმ 5%-ით გაიზარდა.

How_to_buy_bitcoin

„მიმდინარე ფასის ზრდამ, იმაზე უნდა მიგვანიშნოს, რომ ყველაზე ცუდი უკვე გამოვიარეთ“ – განაცხადა მეთ მელიმ, “Miller Tabak”-ის საბაზრო სტრატეგიის დირექტორმა. მილიმის განცხადებით ეს ყველაფერი იმას მიუნიშნებს, რომ ბიტკოინი (BTC) კვლავ $50,000-მდე მიემართება და შესაძლოა ძალიან მალე კვლავ ვიხილოთ კრიპტოსამყაროს მორიგი “Bull Run”.

შენ რას ფიქრობ – როდის ვიხილავთ მორიგ Bull run-ს?

© 2020 MyCoins.ge all rights reserved