ილონ მასკი განაგრძობს მისი საყვარელი კრიპტოვალუტის, დოჯქოინის (DOGE) მხარდაჭერას. მისი გამოხმაურება კი მილიარდელი, Dallas Mavericks-ის მფლობელის, მარკ კუბანის განცხადებას მოჰყვა, სადაც ცნობილმა ანტრეპრენუერმა დოჯქოინს (DOGE) Exchange-ზე ყველაზე ძლიერი კრიპტოვალუტა უწოდა.
კუბანი, მასკის მსგავსად დოჯქოინის (DOGE) დიდი გულშემატკივარია. ამ ყველაფრის კიდევ ერთხელ გამომჟღავნების შემდეგ კი, მასკმა განაცხადს საკუთარი კომენტარით უპასუხა: „მაგას მე უკვე დიდიხანია ვამბობ“
ექსპერტების აზრით, მიმდინარე Bear Market-ის ფონზე, კრიპტოვალუტებზე ცნობილი პირების მსგავსი დისკუსიები, მცირე კრიპტოვალუტებისთვის იმ მუხტის მიმცემია, რომელიც მათი Bear Market-იდან ამოყვანასა და ფასის დასტაბილურება/გაზრდას მიცემს საწინდარს.