ბიტკოინის (BTC) ფასი კვლავ აგრძელებს ზრდას!

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის (BTC) ფასი კვლავ აგრძელებს ზრდას!
16/09/2021
ბიტკოინის (BTC) ფასი კვლავ აგრძელებს ზრდას!

გასული კვირის კრახის შემდეგ, კრიპტოვალუტების ფასები, როგორც ჩანს სტაბილურდება. ბოლო დღეებში კრიპტოვალუტის გლობალური ბაზარი 3,5%-ით გაიზარდა.

გასული კვირამდე, ბიტკოინის (BTC) ფასი 52,000$-ზე მეტი იყო, მისი ღირებულება კრახმა თითქმის 15%-ით შეამცირა, ხოლო ბოლო 48 საათის განმავლობაში მისი ფასი 4%-ით გაიზარდა და ამ ეტაპზე ის შეფასებულია 46 000$-ით.

გასული კვირის კრახმა სხვა კრიპტოვალუტის ფასებზეც, მათ შორის Ethereum-სა (ETH) და Dogecoin-ზე (DOGE) იქონია გავლენა, ხოლო ბოლო 24 საათის განმავლობაში მათი ფასიც დაახლოებით 3%-ით გაიზარდა.

ბრიტანულმა საბანკო გიგანტმა Standard Chartered- მა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ ბიტკოინის ღირებულებამ შეიძლება მიაღწიოს ყველა დროის ახალ ზღვარს 2021 წლის ბოლოს ან 2022 წლის დასაწყისში, მაგრამ სხვა პროგნოზებით ასევე ნათქვამია, რომ შეიძლება წლის ბოლოსთვის ღირებულება 20 000$-ზე ნაკლები იყოს.

შენ რას ფიქრობ, სადამდე ავა ბიტკოინის (BTC) ღირებულება 2021 წლის ბოლოს?

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved