საქართველოს ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის პროექტზე მუშაობს

Home » ბლოგი » საქართველოს ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის პროექტზე მუშაობს
11/10/2021
საქართველოს ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის პროექტზე მუშაობს

მონეტარული ორგანო ემზადება CBDC– ის მომავალი წლიდან გაშვებისათვის და გეგმავს გამოიყენოს ეროვნული ფიატის, ქართული ლარის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ვერსია საცალო გაყიდვების გასაიოლებლად.

საქართველო ციფრულ ლარს 2022 წელს შემოიღებს. ქვეყნის ეროვნული ბანკი აპირებს საკუთარი ციფრული ვალუტის საცდელ რეჟიმში გაშვებას მომავალ წელს დაგეგმილ პროგრამაში, როგორც განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ. სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას მაღალი რანგის ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ცენტრალური ბანკების 85% უკვე მუშაობს სახელმწიფო ციფრულ ვალუტაზე. საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” ციტირებით, ლეჟავამ განაცხადა:

“ზოგი (ბანკი) კვლევის ფაზაშია, ზოგი ტესტირებაშია, ზოგმა უკვე განახორციელა, მათ შორის არიან ჩინეთი და ბაჰამა. ჩვენც ასევე გვინდა ვიყოთ ამ ტენდენციის წინა ხაზზე”.

შემდგომ ბანკირმა განმარტა, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (CBDC) არ არის კრიპტოვალუტა, არამედ “ფულადი სახსრების ევოლუცია”. მიუხედავად ამისა, ციფრული ქართული ლარი დაფუძნებული იქნება იმავე ტექნოლოგიაზე, რომელიც ემყარება ბლოკჩეინს. თუმცა ლარის მონეტა არ იქნება ბაზრის სპეკულაციის საგანი, აღნიშნა ლეჟავამ. სებ-ი იქნება საქართველოს სუვერენული ციფრული ვალუტის ერთადერთი გამცემი. კრიპტოვალუტისგან განსხვავებების მიუხედავად, ციფრულ ლარს ექნება უამრავი სერვისი და დანერგვის საწყის ეტაპზე თბილისის მთავრობა გეგმავს საცალო ვაჭრობაში გამოიყენოს იგი.

ქართული ციფრული ვალუტა იქნება უფრო სწრაფი და იაფი ვიდრე ტრადიციული გადახდის მეთოდები

CBDC (Central Bank Digital Currency) პროექტის მიღმა მყოფი ოფიციალური პირები, თვლიან რომ ახალი ვალუტა განავითარებს ქვეყნის საგადასახადო სისტემას და ხელს შეუწყობს ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესებას. საფინანსო სფეროს წარმომადგენლები იმედოვნებენ რომ, აღნიშნული იქნება უფრო სწრადი და იაფი , ვიდრე მანამდე არსებული ტრადიციული გადახდის საშუალებები.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა


პაპუნა ლეჟავამ აღნიშნა, რომ „ციფრული ლარი იმუშავებს 24 საათის განმავლობაში, აგრეთვე , ტრანზაქციების განხორციელება შესაძლებელი იქნება ინტერნეტ კავშირის გარეშე“. მან, ასევე ხაზი გაუსვა მის „მთავარ უპირატესობას“, ქართული ციფრული მონეტა იქნება თავსებადი და ღია სხვა ტექნოლოგიებთან , უკვე არსებული ქაღალდის ფულის და გადახდის სისტემებისგან განსხვავებით.


მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს ეროვნულმა ბანკა მოუწოდა fintech კომპანიებს, ფინანსური ინსტიტუციებს და ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომ მხარი დაუჭირონ აღნიშნულ მცდელობას ეროვნული ციფრული ვალუტის შექმნის შესახებ. დაინტერესებული მხარეები მიწვეულ იქნენ საჯარო და კერძო სფეროების პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად, ციფრული ლარის მისაღებად.
აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა, ევროპის ცენტრალური ბანკი და რუსეთის ბანკი არიან, მსოფლიოს გარშემო იმ ათობით მონეტარული ხელისიფლების ნაწილი, რომლებიც მუშაობენ CBDC-ის შექმნასა და მიღებაზე. ჩინეთის სახალხო ბანკმა წარმოადგინა, უდავოდ ყველაზე მოწინავე პროექტი ციფრული იუანის მიღების შესახებ, რომელიც ქვეყნის ფარგლებში „საცდელ“ ეტაპს გადის.

წყარო

© 2020 MyCoins.ge all rights reserved