Watch the Burn-ის ინფორმაციით, უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში 100000-ზე მეტი ETH დაიწვა. ამავდროულად, იმავე პერიოდში მხოლოდ 93,000 ETH იქნა გამოშვებული.
ამრიგად, ეთერიუმის (Ethereum) წმინდა, სრული ემისია უარყოფითად იქნა შეფასებული და -8600 ETH შეადგინა, რომელიც დაახლოებით – 37 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
სექტემბრის დასაწყისში ქსელში უარყოფითი ემისიის პირველი დღე დაფიქსირდა.
Tokenview-ის მიხედვით, ძირითადი პროექტები, სადაც ეთერიუმი (Ethereum) ყველაზე დიდი რაოდენობით იწვება არის Fat Ape NFT, Parallel, XRUNE, Uniswap, OpenSea და USDC.