ნიუ-იორკის მერი, ერიკ ადამსი: “დროა ვასწავლოთ ახალგაზრდა თაობას კრიპტოვალუტების წიგნიერება, ამისთვის სასწავლო გეგმაში აუცილებლად უნდა იყოს კრიპტოვალუტების შესწავლა.”
რამდენიმე დღის წინ არჩეულმა 61 წლის ადამსმა, მედია ჰოლდინგ CNN-თან ინტერვიუში კრიპტოვალუტებს უწოდა საქონლისა და სერვისის გადახდის ახალი გზა მთელს მსოფლიოში და ადგილობრივ სკოლებს მოუწოდა, დანერგონ მოსწავლეებში ბლოქჩეინის მიერ შექმნილი „ახალი აზროვნება“.
“ჩვენ უნდა გავხსნათ ჩვენი სკოლები, რათა ვასწავლოთ ტექნოლოგია, ეს ახალი აზროვნება”. – განაცხადა მერმა.
შენ რას ფიქრობ ამ სიახლეზე?