ამასობაში, როდესაც ჩვეულებრივი ინვესტორები პანიკის ფონზე ახდენენ კრიპტოვალუტების გაყიდვას ვეშაპები კიდევ უფრო მეტ კრიპტოს ყიდულობენ. მაგალითად ერთ-ერთმა უმსხვილესმა ვეშაპმა, ისარგებლა კრიპტო ბაზრის კოლაფსით და საფულე კიდევ უფრო მეტად გააბევრა.
BitInfoCharts-ის თანახმად, ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბიტკოინის (BTC) ვეშაპმა 16 ნოემბერს იყიდა 207 BTC – თითო მონეტა $ 62,053. საინვესტიციო ღირებულება 12,84 მილიონ დოლარს შეადგენს.
ამჟამად აღნიშნულ მისამართზე ინახება 108528.56 BTC, რომლის გაყიდვიდან მიღებული წმინდა მოგება მფლობელს 6,6 მილიარდ დოლარზე მეტს მოუტანს მიმდინარე კურსით. ეს კი მას მესამე უმსხვილეს ბიტკოინის ვეშაპად აქცევს კრიპტო ბაზარზე.