ჩინეთს სურს შექმნას სისტემა, რომელიც აკონტროლებს კრიპტოტრანზაქციებს

Home » ბლოგი » ჩინეთს სურს შექმნას სისტემა, რომელიც აკონტროლებს კრიპტოტრანზაქციებს
29/11/2021
ჩინეთს სურს შექმნას სისტემა, რომელიც აკონტროლებს კრიპტოტრანზაქციებს

ციფრული აქტივების რეგულირების გაძლიერების ფარგლებში, ჩინეთს სურს შექმნას სისტემა კრიპტოვალუტის გადარიცხვების თვალყურის დევნებისთვის. ჩინეთის სახალხო ბანკის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მონიტორინგისა და ანალიზის ცენტრის დირექტორმა გუო ვენჯუნმა გააკეთა წინადადება.

მისი აზრით, სამთავრობო უწყებებმა უნდა გააძლიერონ ზედამხედველობა ციფრული აქტივების უკანონო მიმოქცევაზე იმ საფრთხის გამო, რომელსაც კრიპტოვალუტები უქმნიან იუანს.

შეგახსენებთ: სექტემბრის ბოლოს ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა დააწესა სრული აკრძალვა კრიპტოტრანზაქციებზე, ქვეყანაში ციფრული აქტივების გამოყენება ამიერიდან უკანონო ფინანსურ საქმიანობას უტოლდება.

შენ რას ფიქრობ ამ სიახლეზე? 🧐

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved