ბიტკოინის (BTC) 3 დღიან გრაფიკზე RSI-ის გარღვევა დადასტურებულია, ასევე გარღვეულია $ 42 000 $ წინაღობის ზონა. თუ შევინარჩუნეთ აღნიშნული დიაპაზონი, ვიხილავთ სვლას $ 44 500 შემდეგი წინაღობის მიდამოებში.
ხალხი მოუთმენლად ელოდა 30 000 $ ზე ვარდნას, სადაც უდიდესი ლიკვიდობა არის განთავსებული. ძალიან ბევრ ინვესტორს ჰქონდა გახსნილი პოზიცია, ეს იცოდნენ დიდმა მოთამაშეებმა, ამიტომაც მნიშვნელოვანია შესყიდვების განხორციელება ტაქტიკურად, ნაწილობრივ. ვინ იცის, შესაძლოა ვიხილოთ კიდეც, თუმცა ეხლა სხვაგვარი სიტუაციაა, გვაქვს ტრენდის შემოტრიალების სიგნალები, დადებითი საინფორმაციო ფონი, მასიური ედოფშენი, კრიპტო ვითარდება. თუმცა იყავით მუდამ მზად მანიპულაციებისათვის, ზუდტად არავინ იცის შემქმნელები რას გვიმზადებენ.