მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) კვანტური ინფორმაციის ექსპერტი და შეკუმშული მატერიის თეორიის ფიზიკოსი სანკარ დას სარი ფიქრობს, რომ კვანტური ტექნოლოგიების დამკვიდრებამდე ჯერ დიდი დროა და შესაბამისად, კრიპტო ვალუტების RSA კრიპტოგრაფიაზე ბაზირებული კოდების გატეხვის საფრთხე არ არსებობს.
RSA კრიპტოგრაფიაში გამოიყენება ალგორითმები, კოდები და გასაღებები, რომლებიც მესამე პირების და ბოროტმოქმედების (მათ შორის, ჰაკერების) ჩაურევლად, პირადი მონაცემების უსაფრთხო დაშიფვრას უზრუნველყოფს. კრიპტოგრაფიის მეთოდოლოგიის ნიმუშია ახალი საფულეს შექმნა, რა დროსაც საჯარო მისამართი და პირადი გასაღები იქმნება.
კვანტური ტექნოლოგიები განიხილება, როგორც ბლოკჩეინ და კრიპტო სექტორის სერიოზული პრობლემა. გავრცელებული მოსაზრებით, მძლავრი კვანტური კომპიუტერები, ადრე თუ გვიან, მიაღწევს ზღვარს, როცა მათი მეშვეობით, კრიპტოგრაფიის გატეხვა შესაძლებელი გახდება. ეს ბოროტმოქმედებს იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ გააჩერონ ბლოკჩეინ ტექნოლოგია და ციფრული საფულეებიდან მილიარდობით დოლარის ციფრული ვალუტები გადაქაჩონ.
იმავდროულად, უკვე დაწყებულია არაერთი პროექტი, რომელთა მიზანსაც კვანტური შეტევებისადმი მედეგი კრიპტოგრაფიის და ბლოკჩეინების შემუშავება წარმოადგენს.
სარმა ამბობს, რომ კვანტური გამოთვლების სფეროში, მეცნიერება სწრაფი ტემპით ვითარდება. თუმცა ამ ტექნოლოგიის დანერგვამდე ჯერ დიდი დროა. საჭიროა გამოთვლითი მანქანები (კომპიუტერები), რომლებიც კვანტური გამოთვლების შესრულებას შეძლებს. ამის გარეშე, ახალი ტექნოლოგიის დანერგვა ისევე შეუძლებელი იქნება, როგორც ვაკუუმური ნათურების გამოყენებით, მოწინავე სმარტფონების დამზადება.
ფიზიკოსი ამბობს, რომ თანამედროვე კომპიუტერების სიმძლავრე საკმარისი არაა კრიპტოგრაფიების გასატეხად.