კარდანოს (ADA) 74 % საფულეებშია შენახული – მფლობელები ფასის ზრდას ელიან

Home » ბიტკოინი » კარდანოს (ADA) 74 % საფულეებშია შენახული – მფლობელები ფასის ზრდას ელიან
19/04/2022
კარდანოს (ADA) 74 % საფულეებშია შენახული – მფლობელები ფასის ზრდას ელიან

მიუხედავად იმისა, რომ კარდანოს და მთლიანად კრიპტო ბაზარი ამჟამად დაღმავალ ტრენდს მიჰყვება, მომხმარებლები მაინც იმედოვნებენ, რომ ეს ტრენდი მალე ზრდით შეიცვლება. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ბაზარზე არსებული კარდანოს (ADA) დაახლოებით 74 პროცენტი საფულეებშია გაჩერებული.

კარდანოს ათასობით მომხმარებელს, დაახლოებით 23 მილიარდი დოლარის ღირებულების კარდანო (ADA) აქვს შენახული. ამ ციფრული ვალუტის ფანები ვარაუდობენ, რომ შენახვის დიდი მოცულობა, ფასის ზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა და ეს მათ ოპტიმიზმით განაწყობს.

მთავარი ისაა, რომ მალე კარდანო თავისი ქსელის რამდენიმე ახალ ფუნქციას დანერგავს, რომლებიც ასევე ზრდის პოტენციური კატალზატორი უნდა გახდეს. ერთ-ერთი მთავარი სიახლე იქნება ეგრეთ წოდებული „ვასილ ჰარდფორკი“, რომლის შესახებაც, ტვიტერზე 12 მარტს დაწერა კარდანოს დამაარსებელმა ჩარლზ ჰოსკინსონმა.

ის ამბობს, რომ „ვასილ ჰარდფორკს“, რომელიც ივნისში განხორციელდება, კარდანოს არაერთი დეცენტრალიზებული აპლიკაციის (Dapp) ამოქმედება მოჰყვება. ამან კი კარდანოს (ADA) ჯამური ჩაკეტილი ღირებულების (TVL) ზრდა უნდა გამოიწვიოს. ამ ყველაფრის საფუძველზე, ჰოსკინსონი იმედოვნებს, რომ კარდანოს კარგი მომავალი აქვს.

მის და კარდანოს მომხმარებელთა ამ ოპტიმიზმს აძლიერებს სწორედ ის ფაქტი, რომ კარდანოს (ADA) დაახლოებით სამი მეოთხედი საფულეებშია გაჩერებული და ფასის ზრდას ელის. ამ მოსაზრებას ავითარებენ ანალიტიკოსები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ივნისში კარდანოს (ADA) ფასი 20 დოლარამდეც კი შეიძლება გაიზარდოს.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთ მკვეთრ ზრდას ადგილი ექნება. თუმცა მოლოდინი რეალურად არსებობს და რამდენად გამართლდება ასეთი თამამი პროგნოზები, ეს ჰარდფორკის შემდგომ თვეებში გამოჩნდება.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved