10 წელიწადში კრიპტო ვალუტებს 1 მილიარდი მომხმარებელი ეყოლება

Home » ბლოგი » 10 წელიწადში კრიპტო ვალუტებს 1 მილიარდი მომხმარებელი ეყოლება
03/05/2022
10 წელიწადში კრიპტო ვალუტებს 1 მილიარდი მომხმარებელი ეყოლება

„კოინბეიზ გლოუბლის“ მთავარი აღმასრულებელი ბრაიან არმსტრონგი ირწმუნება, რომ მიმდინარე ათწლეულის ბოლოსთვის, მთელს მსოფლიოში, ციფრულ ვალუტებს დაახლოებით 1 მილიარდი მომხმარებელი ეყოლება.

ამჟამად მსოფლიოში კრიპტო ვალუტების და ციფრული აქტივების (მათ შორის, NFT-ს და მეტავერსის) მომხმარებელთა რიცხვი, 200 მილიონს აღწევს. თუმცა არმსტრონგი თვლის, რომ ამ ათწლეულის ბოლოს, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„ჩემი ვარაუდით, 10-20 წელიწადში, მსოფლიოს მასშტაბით, მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი ნაწილი, კრიპტო ეკონომიკაში შეიქმნება“, – „ARK ინვესტმენტის“ კეიტი ვუდთან საუბრისას ამბობს არმსტრონგი.

იმის მიუხედავად, რომ დოლარის გამყარება, კრიპტო ბაზარზე სტაგნაციას იწვევს, არმსტრონგიც და ვუდიც დარწმუნებულები არიან, რომ ბიტკოინის და სხვა ციფრული ვალუტების ფასი, მალე ისევ ზრდას დაიწყებს. ცნობისათვის, წლის დასაწყისიდან, ბიტკოინი დაახლოებით 17 პროცენტით არის გაუფასურებული.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ფინანსური კომპანია კარგავს ნიჭიერ თანამშრომლებს, რომლებიც კრიპტო სფეროში მუშაობას ამჯობინებენ. ამიტომ, ეს სფერო მათგან მეტ ყურადღებას იმსახურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ბიზნესი იზარალებს“, – ამბობს ვუდი, ვინც „კოინბეიზის“ ერთ-ერთი უმსხვილესი თანამფლობელია. ის დასძეს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან, კრიპტო ბაზრის რეგულაციების არარსებობა, ციფრული ვალუტების ბაზრის განვითარებას აფერხებს.

ვუდი დასძენს, რომ კრიპტო ბაზრის რეგულაციის მიმართულებით, განვითარება უფრო სუსტი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ეს ინტერნეტის შემთხვევაში ხდებოდა. არმსტრონგი კი დასძენს, რომ ვაშინგტონში მოსახლეობის დაახლოებით 50 პროცენტი, ციფრული ვალუტების ბაზრის განვითარებას მხარს უჭერს.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved