დოგკოინები (DOGE) მცირე საფულეებს ტოვებენ

Home » ბლოგი » დოგკოინები (DOGE) მცირე საფულეებს ტოვებენ
05/05/2022
დოგკოინები (DOGE) მცირე საფულეებს ტოვებენ

კრიპტო ვალუტების მსხვილი საფულეების მაკონტროლებელ ორგანიზაცია „ვეილ ალერტის“ ინფორმაციით, გასულ დღეებში, დოგკოინების (DOGE) მნიშვნელოვანმა რაოდენობამ, წვრილი საფულეებიდან, დიდ საფულეებში გადაინაცვლა.

შესაძლოა, ეს არის იმის შედეგი, რომ დოგკოინის (DOGE) ფასმა წინა ცხრა დღეში, 22 პროცენტზე მეტით დაიკლო. ამან კი წვრილი მოვაჭრეების მიერ, პოპულარული მემე კოინის თავიდან მოშორება გამოიწვია. პარალელურად, მსხვილი მფლობელები, საკუთარ საფულეებს, შედარებით იაფი დოგკოინით (DOGE) ავსებენ.

„ვეილ ალერტი“ გვატყობინებს, რომ ბოლო ათ დღეში, დოგკოინებისგან (DOGE) 40 ათასზე მეტი საფულე დაიცალა. მსგავსი რამ, მარტშიც დაფიქსირდა, როდესაც უფრო მსხვილმასშტაბიან მიგრაციას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, დოგკოინების (DOGE) ანგარიშები, დაახლოებით 700 ათას საფულეზე განულდა.

„დოგკოინ (DOGE) ვეილ ტრეკერის“ მონაცემებით, მარტო 12 საათში, დაახლოებით 22 მილიონი დოლარის დოგკოინებმა (DOGE), ბევრი მცირე საფულედან, რამდენიმე მსხვილში გადაინაცვლა. ამ ტრანზაქციების უმეტესობისას, 500-დან 950-მდე ათასი დოლარის ღირებულების დოგკოინების (DOGE) გადარიცხვა შესრულდა. უფრო ადრე, მარტო ერთი ტრანზაქციით, 100 მილიონი დოგკოინი გადაირიცხა, რისი ჯამური ფასიც იმ მომენტში 12.9 მილიონ დოლარს აღწევდა.

ბლოკჩეინების მონაცემების კონტროლზე მომუშავე ორგანიზაცია „კლანკმა“ დააფიქსირა, რომ ერთხელ, მხოლოდ 24 საათში, დაახლოებით 4 მილიარდი დოლარის ღირებულების დოგკოინების გადარიცხვები შესრულდა. არანკლებ საინტერესო კი ის ფაქტია, რომ ასეთი მასშტაბური გადარიცხვები, დოგკოინის ფასზე არ ასახულა.

სამშაბათს დოგკოინის (DOGE) ფასმა 0.1274 დოლარამდე დაიკლო, თუმცა მალევე დაიბრუნა დანაკარგის ნაწილი და 0.1311 დოლარს ასცდა.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved