ინფლაციის შიშმა კრიპტო ბაზარზე გაყიდვების ინტენსიურობა გაზარდა

Home » ბლოგი » ინფლაციის შიშმა კრიპტო ბაზარზე გაყიდვების ინტენსიურობა გაზარდა
13/05/2022
ინფლაციის შიშმა კრიპტო ბაზარზე გაყიდვების ინტენსიურობა გაზარდა

კრიპტო ვალუტების ბაზარზე პანიკური გაყიდვები გრძელდება. ბიტკოინის ფასი 27 ათას დოლარს ჩამოცდა და მიუხედავად იმისა, რომ მალევე ამ ზღვარის მაღლა დაბრუნდა, ფაქტი სახეზეა – ბოლო 16 თვის მინიმუმის დაფიქსირება მოასწრო.

იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატების ფედრეზერვი, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის კურსს ადგას და ყოველ ხერლსაყრელ მომენტში, მისი წევრები ამ კურსის ურყეობას ადასტურებენ, ინფლაციის ბოლო მონაცემები კიდევ უფრო აძლიერებს დოლარზე განაკვეთის აწევის აუცილებლობას. ამის გამო, ბაზრებზე რისკიან აქტივებზე, მათ შორის, კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა მკვეთრად ეცემ და ინვესტორები დლარს და სხვა რისკისგან თავშესაფარ აქტივებს ყიდულობენ.

მოკლედ, კრიპტო ბაზარზე გაყიდვების ინტენსიფიკაციის მთავარი მიზეზი სწორედ ესაა.

გარდა ამისა, გუშინ ბაზარზე ფასების ჩამოშლის მორიგი პორცია, ორმა ფაქტორმაც განაპირობა: პოპულარული სტეიბლ კოინის, ტერაUSD-ს ფასი მოულოდნელად, 0.31 დოლარამდე დაეცა. ამას მოყვა სტეიბლ კოინის ძლიერი რყევები და ის კვლავაც დაბალ ნიშნულზე რჩება. ეს კი რისკისადმი ტრეიდერთა აპეტიტს ძლიერ აკნინებს.

მეორე ფაქტორი ისაა, რომ ტერას კრიპტო ვალუტა ლუნა, სამ დღეში 97 დოლარიდან 5 ცენტამდე გაუფასურდა. ამან ბევრ ინსტიტუციას მილიარდობით დოლარი დააკარგვინა.

რაც შეეხება ბიტკოინს, ბოლო 24 საათში ვარდნამ 428 000 ტრეიდერი, მათ შორის, მსხვილი მოვაჭრეები (ვეშაპები) აზარალა. მათ ჯამში 1.22 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს.

ასეა თუ ისე, მსხვილი ინვესტორები ნებისმიერ ვარდნაში, ბაზარზე ხელსაყრელი პოზიციებიდან შესვლის საშუალებას ხედავენ. ბიტკოინი რაც უფრო დაუახლოვდება 21 ათას დოლარს, მისი შესყიდვებიც სულ უფრო გაიზრდება. ეს კი ფასის სტაბილიზაციას და შემდგომი ზრდის დასაწყებად, პლაცდარმის შექმნას შეუწყობს ხელს.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved