ბიტკოინის (BTC) ზამთარი შესაძლოა დასასრულს მიუახლოვდა

Home » ბიტკოინი » ბიტკოინის (BTC) ზამთარი შესაძლოა დასასრულს მიუახლოვდა
24/05/2022
ბიტკოინის (BTC) ზამთარი შესაძლოა დასასრულს მიუახლოვდა

უკვე მეცხრე კვირაა, რაც ეგრეთ წოდებული კრიპტო ზამთარი გრძელდება. ჯერჯერობით, ბიტკოინი (BTC) გაუფასურებას თავს ვერ აღწევს. ტექნიკური ინდიკატორები ყვითელს და წითელს აჩვენებს. რა თქმა უნდა, არსებობს ამ ყველაფრის ფუნდამენტური საფუძველი. თუმცა, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული.

ანალიტიკოსები იხსენებენ პერიოდებს, როდესაც ბიტკოინს (BTC) და ციფრულ ბაზარს, მსგავსი ზამთრები აქვს გადატანილი. ასეთი პერიოდი ბევრი არაა – ციფრული ვალუტების ბაზარს ხომ დიდი ხნის ისტორია ჯერ არ აქვს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ასეთი ზამთარი 2017 წლის შემდეგ ხუთი იყო, 2021 წლის შემდეგ კი – სამი.

შარშან ორი ასეთი ზამთარი/ვარდნა დაფიქსირდა. ერთი 14 კვირა გაგრძელდა, მეორე კი – 10 კვირა. პირველის დროს, ბიტკოინის (BTC) ფასი დაახლოებით 45 პროცენტით დაეცა, მეორის დროს კი – 47 პროცენტით. მიმდინარე ვარდნის რვა კვირის განმავლობაში, ბიტკოინის (BTC) 36 პროცენტით არის დაწეული.

იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში, მზარდი ინფლაცია თანდათან მთავარი პრობლემა ხდება, რის გამოც, განვითარებული ქვეყნები განაკვეთებს ზრდიან, ამერიკული სააქციო ბაზარი კი დაღმავალ ციკლს უახლოვდება, ძლიერი რყევებით გამორჩეულ ციფრულ ვალუტებს, ინვესტორები ჯერჯერობით უყურადღებოდ ტოვებენ. თუმცა იმის ნიშნებიც არსებობს, რომ ასე დიდხანს აღარ გაგრძელდება.

მაგალითად, ბიტკოინზე (BTC) დანარჩენ კრიპტო ბაზართან შედარებით, მოთხოვნა სტაბილური და მზარდიც კია. ამის ნიშანია ის, რომ მთლიანად ციფრულ ბაზარზე, ბიტკოინის (BTC) წილი იზრდება. ეს შესაძლოა იმის გამოა, რომ ინვესტორები სხვა ციფრულ ვალუტებზე მეტად, სწორედ ბიტკოინისადმი (BTC) ნდობას ამჟღავნებენ. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აშკარა, რაც კრახი განიცადა ტერას სტეიბლკოინმა.

აშკარაა, რომ ციფრული ვალუტების ბაზარზე, ინვესტორებისთვის ბიტკოინი (BTC) (შედარებით) უსაფრთხო აქტივია. სხვა თუ არაფერი, ის ინსტიტუციებისთვის ყველაზე კარგადაა ადაპტირებული. დაკიდევ, CFTC-ს მონაცემების შესაბამისად, ბიტკოინის (BTC) ყიდვის პოზიციების რიცხვი 2018 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალ მაჩვენებლამდე არს გაზრდილი…

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved