კარდანოს (ADA) ფასმა შესაძლოა წინა ჰარდ ფორკებისას შესრულებული მოძრაობა გაიმეოროს

Home » ბლოგი » კარდანოს (ADA) ფასმა შესაძლოა წინა ჰარდ ფორკებისას შესრულებული მოძრაობა გაიმეოროს
01/06/2022
კარდანოს (ADA) ფასმა შესაძლოა წინა ჰარდ ფორკებისას შესრულებული მოძრაობა გაიმეოროს

კარდანოს (ADA) ფასი, მთლიანად კრიპტო ვალუტების ბაზრის ტრენდს მიჰყვება და მასთან ერთად მცირდება. მართალია, ბოლო დღეებში მისი ფასი დაახლოებით 18 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ კარდანო (ADA) მაინც კრიპტო ბაზრის ტრენდში რჩება.

მთავარი სხვა რამ არის. კარდანოს ჰარდ ფორკი, კოდური სახელით ვასილი ელის. და შესაბამისად, კარდანოს (ADA) მოძრაობასაც დიდწილად სწორედ ეს მოლოდინი განსაზღვრავს. ანალიტიკოსებმა დააფიქსირეს, რომ ამ კოინის ფასის მოძრაობა, ძლიერ ჰგავს იმ მოძრაობებს, რომლებიც წინა ფორკების (ასეთი სამი იყო) დროს შესრულდა.

მაგრამ არის ერთი განსხვავება – წინა სამი ჰარდ ფორკის დროს, კრიპტო ბაზარი აღმავალ ტრენდში იმყოფებოდა. ამჟამად კი პირიქითაა. წინა სამი ფორკის პერიოდში, კარდანო (ADA) მნიშვნელოვნად გამყარდა. მაგრამ ანალიტიკოსები ფიქრობენ, დაღმავალ ტრენდში ყოფნის გამო, ამჯერად მხოლოდ მყარი ძირი შეიქმნება, რომელიც მოგვიანებით, მაინც აღმავალ მოძრაობას მისცემს სტარტს.

ჰარდ ფორკი ვასილი ივნისში შესრულდება და როგორც კომპანია აცხადბს, მისი მეშვეობით, კარდანოს ქსელი კიდევ უფრო კონკურენტული და მოსახერხებელი გახდება. ამან კი მასზე მოთხოვნის ზრდას უნდა შეუწყოს ხელი.

ამ ეტაპზე, კარდანომ (ADA) 20-დღიანი მოძრავი საშუალო გადალახა, მაგრამ 50-დღიან მოძრავ საშუალოსთან შეფერხდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ სანამ კოინი ზრდისთვის საჭირო პლაცდარმს შექმნის, მისი ფასი შესაძლოა, კვლავ დაბლა, 0.52-მდე ჩამოვიდეს. და ეს იქნება მომდევნო ზრდის სასტარტო დონე.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved