ფაქტია – დოჯქოინი (DOGE) წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი გახდა. აშშ-ის სენატის არჩევნებზე, კალიფორნიის სენატორობის კანდიდატი დემოკრატებიდან, ტიმოთი ურსიჩ უმცროსი ირწმუნება, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ შტატ კალიფორნიაში, დოგკოინს გადახდის საშუალების ოფიციალური სტატუსი მიენიჭოს.
ფაქტი იმისა, რომ საარჩევნო კამპანიაში კრიპტო ვალუტის თემას იყენებენ, იმის მიმანიშნებელია, რომ ეს აქტუალური საკითხია და ამომრჩეველს აინტერესებს. ამ ეტაპზე, ციფრული ვალუტებიდან, მხოლოდ ბიტკოინი სარგებლობს ოფიციალური სტატუსით და ისიც, მხოლოდ ელ სალვადორსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
ურსიჩ უმცროსი ფიქრობს, რომ შტატში დოჯქოინის (DOGE) გადახდის საშუალებად დამკვიდრების პირობა, მას კონკურენტებთან უპირატესობას მიანიჭებს. არჩევნები 7 ივნისს არის დანიშნული.
სენატორობის კანდიდატი ირწმუნება, რომ კრიპტო ვალუტების დამკვიდრება, ამერიკელ მოქალაქეებს სიმდიდრის უფრო თანაბრად და სამართლიანად გადანაწილების შესაძლებლობას შეუქმნის.
მიუხედავად იმისა, რომ დოჯქოინი (DOGE) პროგრამისტების, ჯეკსონ პალმერის და ბილი მარკუსის მიერ, ნახევრად ხუმრობით შექმნილი მემე კოინია, ის ციფრულ სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამას განსაკუთრებით ხელი შეუწყო ილონ მასკმა და მისმა კომპანია „ტესლამ“, რომელმაც საკუთარი პროდუქციის ნაწილის დოჯქოინებზე (DOGE) გაყიდვა დაიწყო.
მასკი ბიტკოინს (BTC) და ეთერიუმს (Ethereum) აკრიტიკებს იმისთვის, რომ მათი მეშვეობით შესრულებული ტრანზაქციები ნელი და ძვირია. დოჯქოინი (DOGE) კი პირიქით, გადარიცხვების ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს.
პარალელურად, შტატ ნიუ იორკში მოიწონეს კანონპროექტი, რომელიც ბიტკოინის (BTC) (და სხვა კრიპტო ვალუტების) ორგანული ენერგო რესურსების გამოყენებით მაინინგს კრძალავს. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას, შტატის გუბერნტორი, კეიტი ჰოკული მიიღებს.