„ბაინენსი“ როიტერსის ბრალდებას პასუხობს

Home » ბლოგი » „ბაინენსი“ როიტერსის ბრალდებას პასუხობს
10/06/2022
„ბაინენსი“ როიტერსის ბრალდებას პასუხობს

კრიპტო ვალუტების გამცვლელ პლატფორმა „ბაინენსმა“ როიტერსის პუბლიკაციას, რომელშიც ის ჰაკერების ჰაბად და არალეგალური ფულის გათეთრების ადგილად არის მოხსენიებული, წერილობითი, ვრცელი პასუხი გასცა.

როიტერსის მიერ ჩატარებულ კვლევაში ნათქვამია, რომ „ბაინენსის“ პლატფორმის გამოყენებით, სხვადასხვა ჯურის კანონდამრღვევებმა, ხუთ წელიწადში დაახლოებით 2.35 მილიარდი დოლარის თანხა გაათეთრეს.

საკუთარ წერილში „ბაინენსი“ აცხადებს, რომ როიტერსის პუბლიკაციაში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო მეტიც, აშკარაა, რომ ეს არის დაინტერესებული მხარეების მცდელობა, დეზინფორმაციის გავრცელებით, „შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება.

„ბაინენსი“ წერს: „გირჩევთ, უყურადღებოდ დატოვოთ ის ავტორები და ექსპერტები, რომლებიც მონაცემებს არჩევენ და ეყრდნობიან გადაუმოწმებელ, „გაჟონილ“ ინფორმაციას, რომლების გავრცელებაც, მარეგულირებლების ინტერესებშია. ისინი კრიპტო პარანოიას კვებავენ და სანაცვლოდ, დიდებას და ფინანსურ სარგებელს იხვეჭენ. ამის მაგივრად, უბრალოდ ფაქტებს დაეყრდენით“.

უფრო მეტიც, „ბაინენსი“ მიანიშნებს, რომ ტრადიციული ფინანსური პლატფორმები უფრო მეტად არიან ჩართული არაკანონიერი ფულადი სახსრების მიმოქცევაში, ვიდრე კრიპტო პლატფორმები, რომლებიც ბუნებრივად გამჭვირვალობით გამოირჩევიან. უფრო მეტიც, „ბაინენსს“ მოჰყავს გაერთიანებული ერების მონაცემები, რომელთა შესაბამისადაც, ფიატური ფულის 2-5 პროცენტი, არალეგალურ აქტივობებთან არის დაკავშირებული.

დაკიდევ, „ბაინენსმა“ ამავე წერილში გამოაქვეყნა როიტერსთან ელექტრონული ფოსტით მიმოწერა, რომელშიც ჩანს, რომ კრიპტო პლატფორმა, სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც გამოძიებით არიან დაკავებული, კითხვებზე ამომწურავ პასუხებს აძლევს. ეს მიმოწერა, როიტერსის მიერ პუბლიკაციის გამოქვეყნებამდე მიმდინარეობდა.

როიტერსის მიერ გავრცელებულ რეპორტაჟში ლაპარაკია იმაზე, რომ „ბაინენსის“ გამცვლელი პლატფორმა, ფულის გათეთრების საქმეშია ჩართული და მისი დახმარებით, დამნაშავეებმა მილიარდობით დოლარის გათეთრება შეძლეს.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved