„ტეზერი“ (Tether) სტერლინგზე მიბმულ სტეიბლკოინსაც გამოუშვებს

Home » ბლოგი » „ტეზერი“ (Tether) სტერლინგზე მიბმულ სტეიბლკოინსაც გამოუშვებს
22/06/2022
„ტეზერი“ (Tether) სტერლინგზე მიბმულ სტეიბლკოინსაც გამოუშვებს

იმ დროს, როდესაც „ტერას“ კრახმა, სტეიბლკოინებისადმი ნდობა შეარყია და მთლიანად კრიპტო ბაზრის დაცემა გამოიწვია, ყველაზე პოპულარული სტეიბლკოინის კომპანია „ტეზერი“ (Tether)  ახალ სტაბილური მონეტის გამოშვებას გეგმავს, რომელიც ბრიტანულ სტერლინგზე იქნება მიბმული.

„ტეზერმა“ დღეს გამოაცხადა, რომ ივლისში ბაზარზე გამოვა ახალი სტეიბლკოინი (კრიპტო მონეტა, რომელიც რომელიმე ფიატურ ვალუტასთან არის მიბმული და სტაბილური ფასი აქვს) GBPT. ახალი სტეიბლკოინი ეთერიუმის (Ethereum) ბლოკჩეინით არის მხარდაჭერილი.

GBPT-ს ფასი მუდმივად სტერლინგის ტოლფასი უნდა იყოს და USDT-ს მსგავსად, ის კრიპტო აქტივების სწრაფ და იაფ ტრანსფერებს უზრუნველყოფს. ეს იქნება „ტეზერის“ (Tether) მეოთხე სტეიბლკოინი. ამჟამად ამ ოჯახში USDT-ს გარდა შედის: ევროზე მიბმული EURT, ჩინურ იუანზე მიბმული CNHT და მექსიკურ პესოზე მიბმული MXNT. ახალი სტეიბლკოინი იმ ჯგუფის მიერ არის შემუშავებული, რომელმაც USDT შექმნა და მის განვითარებას უზრუნველყოფს.

„ტეზერის“ (Tether) ტექნოლოგიური შტაბის უფროსი პაოლო არდოინო ამბობს, რომ ფინანსური ინდუსტრიის ტრანსფორმაციის მომდევნო ტალღა, ბრიტანეთს მოიცავს და ამაში დიდ როლს, ახალი სტეიბლკოინი შეასრულებს. ამასთან, „ტეზერი“ (Tether) მჭიდროდ ითანამშრომლოს ბრიტანელ რეგულატორებთან, რათა ახალი სტეიბლკოინის ბაზარზე დამკვიდრება მოხდეს.

ცნობისათვის, მისი უდიდებულესობის ხაზინამ აპრილში გამოაცხადა, რომ მის მიზანს, ქვეყნის გლობალურ კრიპტო ჰაბად გადაქცევა და სტეიბლკოინების რეგულაციების ფარგლებში მოქცევა წარმოადგენს.

ახალი სტეიბლკოინის გამოშვების განცხადება იმ დროს გაკეთდა, როდესაც USDT-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 70 მილიარდ დოლარს ჩამოსცდა. და ეს 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხდა. არადა, ამავე სტეიბლკოინის კაპიტალიზაცია გასულ მაისში 80 მილიარდ დოლარამდე იყო გაზრდილი.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved